დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი

მთათა წარმოშობის პროცესის ადრეული ეტაპის შესწავლისთვის პლანეტაზე ერთ-ერთი საუკეთესო რეგიონი,  თუ ყველაზე უკეთესი არა, არის დიდი კავკასიონი, სადაც ვულკანიზმის და დანაოჭების ასაკი 5 მილიონი წლის რიგისაა. ევრაზიისა და არაბეთის ფილაქნების შეჯახების ზოლი ქმნის ძალიან ახალგაზრდა, დიფუზიურ ფილაქანთა საზღვარს, რომელსაც  გააჩნია  მნიშვნელოვანი მსგავსებები და განსხვავებები ინდოეთისა და ევრაზიის ფილაქნების შეჯახების ზონასთან.

პროექტი – „დიდი კავკასიონის დანაოჭებისა და აგებულების კვლევა სეისმური მეთოდებით“ – მიზნად ისახავს რეგიონში ფართომასშტაბიანი, პასიური სეისმური ექსპერიმენტის ჩატარებას, რომელიც მოიცავს კავკასიონის დიდ ნაწილს. სეისმური სადგურებისაგან შემდგარი ხაზოვანი სტრუქტურა გადაკვეთს ახალგაზრდა მთათა სისტემის ცენტრალურ ნაწილს.

პასიური სეისმური ექსპერიმენტი ორი ძირითადი კომპონენტისგან შედგება: მთელ კავკასიაში გადანაწილდება სეისმური სადგურები რეგიონული სეისმური ქსელის სადგურების შესავსებად. ყოველ 5 კილომეტრში ყაზბეგიდან დაწყებული ვიდრე სომხეთის საზღვრამდე სადგურების ხაზოვანი პროფილი გადაჰკვეთს მთლიანად კავკასიონს და მცირე კავკასიონს.  შედეგად მივიღებთ სეისმურ მონაცემებს, რომელთა დამუშავების შედეგად მივიღებთ კავკასიონის დანაოჭებისა და აზევების მექანიზმს და საშუალებას მოგვცემს უკეთესად გავიგოთ რეგიონში დიდი მიწისძვრების მოხდენის მიზეზები.

  პროექტის პარტნიორები არიან:

  • აშშ-ს ენერგიის დეპარტამენტი  –   ვილიამ ვონდერერი
  • უკრაინაში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრი;
  • მისურის უნივერსიტეტი, აშშ  –  ერიკ სენდვოლი
  • ორეგონის უნივერსიტეტი, აშშ  –  ჯონ ნაბელეკი
  • მიჩიგანის უნივერსიტეტი, აშშ  –  კევინ მაკკი
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი  – თეა გოდოლაძე
  • აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის რესპუბლიკური სეისმური სამსახურის ცენტრი  –  გურბან ეტერმიშლი
  • “GEORISK” სამეცნიერო კვლევითი კომპანია (დახურული სააქციო საზოგადოება – დსს);
  • გეოლოგიურ მეცნიერებათა ინსტიტუტი, სომხეთის მეცნიერებათა აკადემია  –  ჰეკტორ ბაბაიანი

სადგურების ინსტალაცია და ტრენინგი გაიმართება საქართველოში 2017 წლის 1-ლი მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით. მოწვეულნი იქნებიან ჩვენი რეგიონული და ამერიკელი პარტნიორები.

 

GO01 თუშეთი
GO02 ჯიმითი
GO03 უჯარმა
GO04 ატენი
GO05 ფერსათი
GO06 აცანა
GO07 გორდი
GO08 ჩქვალერი
GO09 ჭუბერი
GP01 სასაზღვრო ზონა
GP02 ცდო
GP03 ფანშეთი
GP04 სიონი
GP05 უხათი
GP06 ჯვრის უღელტეხილი
GP07 ზაქათკარი
GP08 ნადიბანი
GP09 ჩადისციხე
GP10 წინამხარი
GP11 ,,,
GP12 მენესო
GP13 ცივწყარო
GP14 ანანური
GP15 ყარაულები
GP16 თანდილაანთკარი
GP17 ბოდორნა
GP18 ბაგა
GP19 აღდგომელაანთკარი
GP20 ნატახტარი
GP21 წეროვანი
GP22 კარსანი
GP23 დიდი დიღომი
GP24 ვაშლოვანი
GP25 მარაბდა
GP26 ხაიში
GP27 თამარისი
GP28 შაუმიანი
GP29 დამია-გეურახი
GP30 სადახლო