დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი აცხადებს ვაკანსიას სტაჟიორის პოზიციაზე.  სტაჟირება გაგრძელდება სამი თვე დასაქმების პერსპექტივით.
სტაჟიორები გადანაწილდებიან შემდეგ დეპარტამენტებში:

🌎 სეისმური და გეოფიზიკური ქსელის სამსახური;

🌍 სეისმოლოგიის დეპარტამენტი;

🌏 გამოყენებითი გეოფიზიკის დეპარტამენტი;

🌍 გეოდეზიისა და გრავიმეტრიის დეპარტამენტი;

პიროვნული უნარები:

  • ახალი ინფორმაციის სწრაფი ათვისების უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება და სისხარტე;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
  • პუნქტუალობა;
  • ველზე მუშაობის უნარი.

ძირითადი მოთხოვნები:

  • განათლება: ზუსტი და საბუნებისმეტყველო მიმართულებები (ფიზიკა, მათემატიკა)
  • უპირატესობად ჩაითვლება ინგლისური ენის ცოდნა;

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ჩვენს facebook გვერდზე, ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით, მისამართზე vacancy@iliauni.edu.ge 2017 წლის 12 ივლისის ჩათვლით. (გთხოვთ, “subject” ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება).

ან მოგვწერეთ ჩვენს ოფიციალურ facebook გვერდზე.