დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი

ტრეინინგს უძღვება გეოფიზიკისა და გეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ჟაკ ჟენი

სეისმური ძიება არეკლილი ტალღების საფუძველზე საშუალებას იძლევა გამოვყოთ, როგორც დედამიწის ზედაპირის, ასევე ღრმა ფენების გეოლოგიური აგებულება. შესაძლებელია აიგოს განსხვავებული ფიზიკური მდგომარეობისა და  თვისებების მქონე ზედაპირები.

არეკლილი სეისმური ტალღები გამოიყენება რღვევების, სიცარიელეების, წყლის ჰორიზონტის დადგენაში და სხვადასხვა სასარგებლო წიაღისეულის ძიებაში. სეისმური გარდატეხილი ტალღებისგან განსხვავებით, არეკლილი ტალღებით შესაძლებელია დაბალსიჩქარული ფენების გამოყოფა, რაც მნიშვნელოვანია საინჟინრო-გეოლოგიური თუ სხვა ამოცანების გადაწყვეტაში.

Visual SUNT წარმოადგენს ერთ-ერთ თანამედროვე პროგრამულ პაკეტს და შეიცავს 100-ზე მეტ  მოდულს, რომელიც უზრუნველყოფს სეისმური არეკლილი ტალღების დამუშავებას სხვადასხვა სირთულის  ამოცანების გადაწყვეტში.

Capture     Capture2

ტრეინიგში მონაწილეობას იღებდნენ:

მიხეილ წეროძე

დიმიტრი აქუბარდია

გიორგი ახალაია

20170609_165816     20170609_165804