დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს 2017 წლის 23-27 ოქტომბერს გამართულ სამეცნიერო ვორქშოპში, აზერბაიჯანში, ქალაქ ბაქოში. სამეცნიერო ღონისძიება  აზერბაიჯანის რესპუბლიკური სეისმური ცენტრისა (RSSC) და უკრაინის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის (STCU) ორგანიზებით ლაურენს ლივერმოლისა ეროვნული ლაბორატორიისა (LLNL) და ამერიკის შეერთებული შტატების ენერგიის დეპარტამენტის  (U.S. DOE) მხარდაჭერით განხორციელდა. ვორქშოპს უმასპინძლა აზერბაიჯანის ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიამ.

სამეცნიერო ღონისძიებამ მოიცვა შემდეგი საკითხები:

IRIS Data Management Tools

  • ObsPy (Phyton Toolbox for Seismology);
  • SeisComp3 (Data Acquisition and Processing Tool);
  • ILoc (Event ocation Tool).

 

ვორქშოპში საქართველოსთან ერთად მონაწილეობდა ა.შ.შ., გერმანია კანადა, თურქეთი, უნგრეთი, უკრაინა, ტაჯიკეთი, საუდის არაბეთი, კატარი, ომანი, ლიბანი, ყირგიზეთი, იორდანია, ერაყი, არაბეთის გაერთიანებული ემირატები, თურქმენეთი და აზერბაიჯანი, როგორც მასპინძელი ქვეყანა.