დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი

პროექტის, “კავკასიის აქტიური გეოდინამიკა”  (პროექტის ხელმძღვანელი თეა გოდოლაძე) ფარგლებში, ქალაქ რუსთავში გაიხსნა კიდევ ერთი მუდმივი GNSS (გლობალური სანავიგაციო სატელიტური სისტემები ) სადგური.  მოცემული ტექნოლოგიით ჩვენი ინსტიტუტის გეოდეზიისა და გრავიმეტრიის დეპარტამენტი შეისწავლის საქართველოში დედამიწის ქერქის გადაადგილებასა და დეფორმაციას. გეოდეზიისა და გრავიმეტრიის დეპარტამენტის მიზანია სრულყოფილი გეოდეზიური დაკვირვების ქსელის შექმნა, მონიტორინგი და სხვადასხვა გეოდეზიური ამოცანების გადაჭრა, როგორც სამეცნიერო ისე სამოქალაქო მიზნებისთვის.