დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი

2017 წლის აპრილში და სექტემბერში, გერმანიაში – ქალაქ პოსტდამში ჩატარდა GEMPA GmbH-ისა (Global Earthquake Monitoring Mrocessing Analysis) და GFZ-ის (German Research Centre for Geosiences) მიერ, ერთობლივად ორგანიზებული ყოველწლიური საბაზისო ტრენინგი სახელწოდებით – SeisComP3. რომელსაც ესწრებოდნენ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები: ირაკლია გუნია,  სანდრო კახობერაშვილი და გიორგი ახალაია.

ტრენინგის მთავარ მიზანს წარმოადგენდა გერმანელ მეცნიერთა ჯგუფის (GFZ ) მიერ შექმნილი სეისმური პროგრამული პაკეტის განხილვა, რომელიც ითვალისწინებს: სეისმური მონაცემების მიღებას, დამუშავებასა და მათი ანალიზის უნარს. აღნიშნული პაკეტი წარმოადგენს სეისმური მონაცემების უწყვეტ რეჟიმში გადაცემისა და მიწისძვრის შემთხვევაში სწრაფი რეაგირების მნიშვნელოვან ნაწილს.

მეცნიერთა ჯგუფის მიერ პროგრამული პაკეტის გაუმჯობესება, განაპირობებს ზემოაღნიშნული ტრენინგის ყოველწლიურ ჩატარებას.