დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.      სამუშაოს აღწერა:  შესყიდვებთან დაკავშირებული მოხსენებითი ბარათების ტექსტის მომზადება;  სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება შესაბამისი დავალების მიღების შემდგომ: – გამარტივებული შესყიდვა, – გამარტივებული ელექტრონული ტენდერი, – გამარტივებული ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე, – ელექტრონული ტენდერი;            პიროვნული უნარები: ლოგიკური და ანალიტიკური […]
მოქალაქეები ხშირად მოგვმართავენ თხოვნით, გავცეთ ცნობა მიწისძვრის ხდომილების შესახებ, რომელსაც შემდგომში წარადგენენ სადაზღვევო კომპანიებში ზარალის ასანაზღაურებლად. სადაზღვევო აგენტები, ჩვენი ინსტიტუტის მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მიწისძვრის ხდომილებას ადასტურებს, ვეჭვობთ, გასცემდნენ სანქციას ზარალის ანაზღაურების თაობაზე. აღნიშნული არაკეთილსინდისიერი ფაქტების აღმოფხვრის მიზნით, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი დამატებით აღარ გასცემს მსგავსი […]
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი აცხადებს ვაკანსიას სტაჟიორის პოზიციაზე.  სტაჟირება გაგრძელდება სამი თვე დასაქმების პერსპექტივით. სტაჟიორები გადანაწილდებიან შემდეგ დეპარტამენტებში: 🌎 სეისმური და გეოფიზიკური ქსელის სამსახური; 🌍 სეისმოლოგიის დეპარტამენტი; 🌏 გამოყენებითი გეოფიზიკის დეპარტამენტი; 🌍 გეოდეზიისა და გრავიმეტრიის დეპარტამენტი; პიროვნული უნარები: ახალი ინფორმაციის სწრაფი ათვისების უნარი; ანალიტიკური აზროვნება და სისხარტე; გუნდური მუშაობის უნარი; მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი […]
აშშ-ის გუნდი, ლოურენს ლივეროლის ნაციონალური ლაბორატორიიდან 2017 წლის 16 ივნისს ეწვია საქართველოს. მათ განიხილეს სეისმური საშიშროების შეფასების რეგიონში მიმდინარე პროექტი (PHA) და თანამშრომლობის შესაძლებლობები სეისმური (მიწისძვრის) უსაფრთხოების პროგრამასთან დაკავშირებით. სეისმური საშიშროების შეფასების მიმდინარე პროექტში (PHA), რომლის ხელმძღვანელია დედამიწის შესწამვლელ მეცნიერაბათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ილიას სახელიმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, თეა გოდოლაძე, ჩართულია რეგიონის ქვეყნები, […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნულმა ცენტრმა შეაჯამა 2015 და 2017 წლების მაისი-ივნისის მონაცემები თბილისის და ვერეს ხეობის შესახებ. მონაცემები ეყრდნობა, როგორც სატელიტურ წყაროებს, ისე გარემოს ეროვნული სააგენტოს (გეს) ნალექმზომებიდან მიღებულ მასალას. ანალიზმა აჩვენა, რომ 2017 წლის მაისში მოსული წვიმის რაოდენობა დაახლოებით 20%-ით ჩამოუვარდებოდა 2015 წლის იგივე თვის მაჩვენებლებს. ხოლო […]
ტრეინინგს უძღვება გეოფიზიკისა და გეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ჟაკ ჟენი სეისმური ძიება არეკლილი ტალღების საფუძველზე საშუალებას იძლევა გამოვყოთ, როგორც დედამიწის ზედაპირის, ასევე ღრმა ფენების გეოლოგიური აგებულება. შესაძლებელია აიგოს განსხვავებული ფიზიკური მდგომარეობისა და  თვისებების მქონე ზედაპირები. არეკლილი სეისმური ტალღები გამოიყენება რღვევების, სიცარიელეების, წყლის ჰორიზონტის დადგენაში და სხვადასხვა სასარგებლო წიაღისეულის ძიებაში. სეისმური გარდატეხილი ტალღებისგან განსხვავებით, არეკლილი ტალღებით შესაძლებელია […]
მთათა წარმოშობის პროცესის ადრეული ეტაპის შესწავლისთვის პლანეტაზე ერთ-ერთი საუკეთესო რეგიონი,  თუ ყველაზე უკეთესი არა, არის დიდი კავკასიონი, სადაც ვულკანიზმის და დანაოჭების ასაკი 5 მილიონი წლის რიგისაა. ევრაზიისა და არაბეთის ფილაქნების შეჯახების ზოლი ქმნის ძალიან ახალგაზრდა, დიფუზიურ ფილაქანთა საზღვარს, რომელსაც  გააჩნია  მნიშვნელოვანი მსგავსებები და განსხვავებები ინდოეთისა და ევრაზიის ფილაქნების შეჯახების ზონასთან. პროექტი – „დიდი კავკასიონის დანაოჭებისა […]
გეოლოგიის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, გეოლოგიის დოქტორანტი გიორგი ბოიჩენკო  () 2017-ის გაზაფხულის სასწავლო სემესტრში სტაჟირებაზე იმყოფებოდა დევისის კალიფორნიის უნივერსიტეტში (University of California, Davis), დედამიწისა და პლანეტების შემსწავლელ მეცნიერებების ფაკულტეტზე. ვიზიტი შედგა დევისის უნივერსიტეტის პროფესორის, გეოლოგის – ერიკ ქოუგილის მიწვევით. ვიზიტის განმავლობაში გიორგი ბოიჩენკო ჩართული იყო ფაკულტეტზე მიმდინარე ლექციებში, საველე ექსპედიციებში, სემინარებსა და დეპარტამენტის შიდა შეხვედრებში. სტაჟირების […]
ჩვენი ინსტიტუტი ტრადიციულად მონაწილეობდა ამერიკის გეოფიზიკოსთა ყოველწლიურ კონფერენციაზე (AGU – American Geophysical Union). შემოდგომის სესია ჩატარდა სანფრანცისკოში, კალიფორნიაში 12-16 დეკემბერს. კონფერენციას ჩვენი სამსახურიდან ესწრებოდა 9 თანამშრომელი სეისმოლოგიის, ნაციონალური სეისმური ქსელის, გეოდეზიისა და გრავიმეტრიის, გეოლოგიის, გეოგრაფიის დეპარტამენდებიდან. ინსტიტუტს წარმოდგენილი ჰქონდა 8 პოსტერი სხვადასხვა თემატიკაზე. კონფერენციამ ძალიან წარმატებულად ჩაიარა ჩვენი ინსიტუტისთვის. კიდევ უფრო გამყარდა საერთაშორისო კავშირები და […]
მაღალმთიან აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ გორგაძეებში, გავხსენით კიდევ ერთი მუდმივი საყრდენი სეისმური და GNSS სადგური, კოდით GHRG. სადგური გაიხსნა MIT (Massachusetts Institute of Technology), ნატოსა და საქართველოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში. მიმდინარეობს სამუშაოები დამატებით 4 მუდმივი სეისმურისა და GNSS სადგურის გასახსნელად სსტც ”დელტას”-თან ერთად. ჩვენი ინსტიტუტი ოპერირებს საქართველოს ნაციონალურ სეისმურ ქსელს. ჩვენი თანამშრომლები 24 საათის განმავლობაში […]