დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი

მონაცემთა ბაზების და დამუშავების სამსახურის ღამის ცვლის მორიგის ვაკანსია

სტაჟირება გაგრძელდება ერთი თვე დასაქმების პერსპექტივით.

___________________________________
ღამის ცვლის მორიგის მოვალეობები:

  • საღამოს 6 სთ-დან დილის 10 სთ-მდე მიმდინარე სეისმური მონაცემების მონიტორინგი (მეორე მორიგესთან ერთად);
  • დიდი მიწისძვრის შემთხვევაში (ლოკალურად მაგნიტუდა 3) სათანადო ოპერატიული რეაგირება (მიწისძვრის დამუშავება, შესაბამის ორგანოებთან ინფორმაციის გადაცემა);
  • საჭიროების შემთხვევაში ჟურნალისტებთან ურთიერთობა.___________________________________
    პიროვნული უნარები:
  • ახალი ინფორმაციის სწრაფი ათვისების უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება და სისხარტე;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
  • პუნქტუალობა.___________________________________
    უპირატესობად ჩაითვლება:
  • განათლება გეოლოგიის, გეოგრაფიის, ფიზიკის, მათემატიკის, პროგრამირების ან საინჟინრო-ტექნიკური მიმართულებით;
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.___________________________________
    დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგზავნოთ CV მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge ან აქ, ჩვენს facebook გვერდზე, 2020 წლის 9 ივლისის ჩათვლით. (გთხოვთ, “subject” ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება).