დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი

2018 წლის 24 სექტემბერს გაიხსნა, თბილისის ლოკალური ძლიერი მოძრაობის მარეგისტრირებელი სეისმური ქსელის 3 სადგური:

  • დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის  ტერიტორიაზე;
  • თბილისის ზღვაზე- საგანგებო სამსახურის კუთვნილ ბაზაზე;
  • ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე.

ლოკალური ქსელის არსებობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია შემდგომში თბილისის სეისმური მიკროდარაიონების რუკის შექმნისათვის. თბილისის სეისმური უსაფრთხოება ეფუძნება თბილისის სეისმური საფრთხის შეფასებასა და სეისმომედეგი მშენებლობის განვითარებას. პროექტს აფინანსებს და პატრონაჟს უწევს ამერიკის ენერგიის დეპარტამენტი. ამერიკულმა მხარემ შეიძინა თბილისის ლოკალური ქსელისათვის საჭირო აპარატურა. ქართულ მხარეს ევალებოდა ლოკალური სეისმური ქსელისათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა.

გახსნის ცერემონიას დაესწრო განათლების სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, ლოურენს ლივერმორის ლაბორატორიისა (აშშ) და ამერიკის შეერთებული შტატების ენერგიის დეპარტამენტის წარმომადგენლობა.