დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი

გაცნობებთ, რომ საზოგადოებრივი ინტერესის გამო, მკვეთრად გაიზარდა მიწისძვრის პოსტზე მოსანიშნი, ე.წ. „დასათაგი“ სააგენტოების/მედია საშუალებების მსურველების რიცხვი. მონიშვნის მექანიზმი ანელებს ჩვენი facebook გვერდის მიერ პირველადი ინფორმაციის გავრცელების ოპერატიულობას. აღნიშნულ საკითხზე უკვე დაწყებულია ტექნიკური სამუშაოები და დასრულებისთანავე შემოგთავაზებთ სიახლეებს. რეორგანიზაციის დასრულებამდე კი მიწისძვრის პოსტზე მოინიშნება მხოლოდ შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები. სააგენტოებმა და ფიზიკურმა პირებმა კი შეგიძლიათ გამოიწეროთ ჩვენი facebook გვერდი და პრიორიტეტებში მიუთითოთ „See first”, რომელიც საშუალებას მოგცემთ ინფორმაცია იხილოთ გამოქვეყნებისთანავე.

 

პატივისცემით,
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ადმინისტრაცია