დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი აცხადებს ვაკანსიას პროგრამული უზრუნველყოფის და ინფორმაციული ქსელების დეპარტამენტში სტაჟიორის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპიუტერული ტექნიკის მონტაჟი და ტექნიკის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა
** კომპიუტერულ სისტემებთან დაკავშირებული ინციდენტების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა
** ქსელური აპარატურის გამართვა და დიაგნოსტირება
** ინსტიტუტში არსებული პროგრამული უზრუნველყოფის(პაკეტების) ტექნიკური მხარდაჭერა და გამართვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კომპიუტერული ტექნიკის და აღჭურვილობის ცოდნა
** ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი
** ოპერაციული სისტემების(Windows/Linux) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

პიროვნული თვისებები:

** გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** პუნქტუალურობა

სტაჟირების ვადა: 3 თვე
სამუშაო გრაფიკი: სტუდენტებზე მორგებული გრაფიკი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგზავნოთ CV მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge 2018 წლის 11 მარტის ჩათვლით. (გთხოვთ, “subject” ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება).