დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი

მდინარე  წავკისისწყლის ჰიდროლოგიური და ჰიდრავლიკური მოდელირების ტრენინგები პროექტის  “წყალდიდობების შემარბილებელი ღონისძიებების შეფასება ქალაქ თბილისისთვის” ფარგლებში

კომპანია Hydroc და აიპ „გარემო და განვითარება“(ED), გაერთიანებული ერების ინდუსტრიული განვითარების  ორგანიზაციის  (UNIDO) მხარდაჭერით  ახორციელებენ პროექტს “წყალდიდობების შემარბილებელი ღონისძიებების შეფასება ქალაქ თბილისისთვის”.  პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს მდინარე წავკისისწყლის ჰიდროლოგიური კვლევადა წყალდიდობის  მოდელის შემუშავება.

2018 წლის 14-25 მაისს საქართველოს ეწვევა ჰიდროლოგიური მოდელირების საერთაშორისო ექსპერტი დოქტორი  იენს კიზელი, რომელიც 2 კვირიან ტრენინგს ჩაატარებს ჰიდროლოგიური მოდელირების შესახებ მდინარე  წავკისისხევის  მაგალითზე.

თემატური ტრენინგები ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ  მეცნიერებათა ინსტიტუტსა და სეისმური მონიტორინგის ეროვნულ ცენტრში.

დასწრება თავისუფალია.  მონაწილეობის მსურველები დაგვიკავშირდით 577385660​