დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტმა და სეისმური მონიტორინგის ეროვნულმა ცენტრმა შეაჯამა 2015, 2017 და 2018 წლების მაისიივნისის ნალექების მონაცემები თბილისის და ვერეს ხეობის შესახებ.

მონაცემები ეყრდნობაროგორც სატელიტურ წყაროებსისე გარემოს ეროვნული სააგენტოს ავტომატური ნალექმზომებიდან მიღებულ მასალას.

ანალიზმა აჩვენა, რომ წელს მაისში 2017 წლის მაისთან შედარებით ნაკლები რაოდენობის და ინტენსივობის ნალექი მოვიდა, თუმცა ივნისის თვის პირველი 12 დღის მონაცემებით ნალექების რაოდენობა და ინტენსივობა შარშანდელზე მეტი დაფიქსირდა. უხვმა ნალექმა ვერეს ხეობაში რამდენიმე მცირე ზომის მეწყრულ-ღვარცოფული პროცესი გამოიწვია, რასაც მნიშვნელოვანი გართულებები არ შეუქმნია.

აღსანიშნავია, რომ 2015 წლის მაის-ივნისში, ისევე როგორც ცალკე აღებულ 13-14 ივნისის ღამეს მოსული ნალექის რაოდენობა ბევრად აღემატება მის შემდგომ წლებში დაფიქსირებულ მაჩვენებლებს. შემდგომმა გამოთვლებმა აჩვენა რომ იმ ღამეს 4-5 საათში მოსული წვიმის რაოდენობა 100 წლიანი მოლოდინის პერიოდის მაჩვენებელზე მეტი იყო, რაც იმას ნიშნავს რომ მსგავსი მოვლენები შედარებით იშვიათადაა განმეორებადი. თუმცა, ვერეს ხეობაში მომხდარი კატასტროფების არქივის მიხედვით ჩანს, რომ დროთა განმავლობაში სტიქიური პროცესები უფრო ხშირად ხდება,  რაც საფრთხეების შეფასებისას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე და არსებული მონაცემების და კალკულაციების მუდმივი განახლების აუცილებლობაზე მიუთითებს.