დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი

2018 წლის 8-13 აპრილს, ვენაში ავსტრია, ჩატარდა ევროპის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა კავშირის გენერალური ასამბლეა, EGU 2018 General Assembly – უმსხვილესი გეოსაინფორმაციო შეხვედრა ევროპაში. რომელიც აერთიანებს ათასობით მეცნიერს მთელი მსოფლიოდან, მოიცავს როგორც დედამიწის შემსწავლელ მეციერებათა, ასევე პლანეტარულ და კოსმოსური მეცნიერებების  ყველა დისციპლინას. EGU უზრუნველყოფს თავისუფალ დისკუსიებს მეცნიერებსა და მკვლევარებს შორის, რომლებსაც შეუძლიათ წარმოადგინონ საკუთარი კვლევები და იდეები გეომეცნიერებათა დარგების სპეციალისტებთან.

EGU 2018 წლის გენარალურ ასამბლეაზე მონაწილეობა მიიღო 15 075 მეცნიერმა და მკვლევარვა 106 ქვეყნიდან. წარმოდგენილი იყო  4776 მოხსენება, 11 128 პოსტერი და 1 419 PICO პრეზენტაცია.

ასამბლეას ჩვენი სამსახურიდან ესწრებოდა 9 თანამშრომელი სეისმოლოგიის,  გეოლოგიის, გეოგრაფიის, გეოდეზიისა და გრავიმეტრიის დეპარტამენდებიდან. ინსტიტუტს წარმოდგენილი ჰქონდა 8 პოსტერი და 1 მოხსენება სხვადასხვა თემატიკაზე. კონფერენციის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები როგორც უცხოელ კოლეგებთან, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების მომწოდებელ კომპანიებთან. შეხვედრების ფარგლებში დაისახა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.

საქართველოს საინჟინრო-სეისმოგეოლოგიური სტრუქტურა, გეოლოგიური და გეოფიზიკური პარამეტრების გავლენა სეისმურ საშიშროებაზე
კოდა ტალღების დაცხრომა რაჭის რეგიონისათვის
გომბორის ქედის (მტკვრის ნაოჭა შეცოცებათა ზონის ჩრდილო დასავლეთი ნაწილი) აღჩაგილ-აფშერონული ასაკის ნალექების პალეოდინებების ანალიზი