დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი
2018 წლის 24 სექტემბერს გაიხსნა, თბილისის ლოკალური ძლიერი მოძრაობის მარეგისტრირებელი სეისმური ქსელის 3 სადგური: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის  ტერიტორიაზე; თბილისის ზღვაზე- საგანგებო სამსახურის კუთვნილ ბაზაზე; ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე. ლოკალური ქსელის არსებობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია შემდგომში თბილისის სეისმური მიკროდარაიონების რუკის შექმნისათვის. თბილისის სეისმური უსაფრთხოება ეფუძნება თბილისის სეისმური საფრთხის შეფასებასა და სეისმომედეგი […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის – სეისმური და გეოფიზიკური ქსელის სამსახურის სტაჟიორის პოზიციაზე. ———————————————- ძირითადი მოთხოვნები: განათლება: საბუნებისმეტყველო ფაკულტეტისა და საინჟინრო-ტექნიკური მიმართულება (ფიზიკა, მათემატიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები და პროგრამირება, ქსელები) უპირატესად ჩაითვლება ინგლისური ენის ცოდნა ———————————————- 👤 პიროვნული უნარები: ახალი ინფორმაციის სწრაფი ათვისების უნარი ანალიტიკური აზროვნება და სისხარტე […]
2018 წლის 10 აგვისტოს,  16 საათიდან 19 საათამდე ინსტიტუტის ელექტრო სისტემის გადაიარაღების გამო, ინსტიტუტის ვებ გვერდზე (https://ies.iliauni.edu.ge) ვერ მოხდება მიმდინარე სეისმურობის შესახებ ინფორმაციის მუდმივ რეჟიმში განახლება. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ადმინისტრაცია. წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისთვის.
ნენსკრას ხეობაში, 5 ივლისს მომხდარი კატასტროფის მიზეზების შესწავლისას, სატელიტურმა მონაცემებმა გვაჩვენა რომ თოვლის და მყინვარების სეზონურმა დნობამ და 4 ივლისის ინტენსიურმა წვიმამ გამოიწვია მდ. ნენსკრას აუზის მდინარეების ადიდება. თუმცა, კატასტროფამდე და კატასტროფის შემდეგ გადაღებული სატელიტური გამოსახულებების დეტალური ანალიზისას გამოიკვეთა, რომ მდ. ნენსკრას განსაკუთრებული, კატასტროფული ადიდება გამოიწვია მის მარჯვენა შენაკადზე მდ. ჰოკრილას ერთ-ერთ სათავეში ახალწარმოქმნილ მყინვარულ […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტმა და სეისმური მონიტორინგის ეროვნულმა ცენტრმა შეაჯამა 2015, 2017 და 2018 წლების მაისი–ივნისის ნალექების მონაცემები თბილისის და ვერეს ხეობის შესახებ. მონაცემები ეყრდნობა, როგორც სატელიტურ წყაროებს, ისე გარემოს ეროვნული სააგენტოს ავტომატური ნალექმზომებიდან მიღებულ მასალას. ანალიზმა აჩვენა, რომ წელს მაისში 2017 წლის მაისთან შედარებით ნაკლები რაოდენობის და ინტენსივობის ნალექი მოვიდა, თუმცა ივნისის თვის პირველი 12 დღის მონაცემებით ნალექების რაოდენობა და ინტენსივობა შარშანდელზე მეტი დაფიქსირდა. უხვმა ნალექმა ვერეს ხეობაში რამდენიმე მცირე ზომის მეწყრულ-ღვარცოფული პროცესი გამოიწვია, რასაც მნიშვნელოვანი გართულებები არ შეუქმნია. აღსანიშნავია, რომ 2015 წლის მაის-ივნისში, ისევე […]
მდინარე  წავკისისწყლის ჰიდროლოგიური და ჰიდრავლიკური მოდელირების ტრენინგები პროექტის  “წყალდიდობების შემარბილებელი ღონისძიებების შეფასება ქალაქ თბილისისთვის” ფარგლებში კომპანია Hydroc და აიპ „გარემო და განვითარება“(ED), გაერთიანებული ერების ინდუსტრიული განვითარების  ორგანიზაციის  (UNIDO) მხარდაჭერით  ახორციელებენ პროექტს “წყალდიდობების შემარბილებელი ღონისძიებების შეფასება ქალაქ თბილისისთვის”.  პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს მდინარე წავკისისწყლის ჰიდროლოგიური კვლევადა წყალდიდობის  მოდელის შემუშავება. 2018 წლის 14-25 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტსა და სეისმური მონიტორინგის ეროვნულ ცენტრში ჩატარდა მდინარე  წავკისისწყლის (ლეღვთახევი) ჰიდროლოგიური და ჰიდრავლიკური მოდელირების ტრენინგების პირველი ნაწილი. ტრეინინგს უძღვებოდა გერმანული კომპანია Hydroc-ის წარმომადგენელი დოქტორ იენს კისელი და მოიცავდა 70 საკონტაქტო საათს, რის ფარგლებშიც მოხდა ნალექების მონაცემების დამუშავება (მათ შორის […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტმა და სეისმური მონიტორინგის ეროვნულმა ცენტრმა, ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნის და საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით განახორციელა ნინო ჟვანიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიის კომპლექსური კვლევა. გეოფიზიკური და ზოგად გეოლოგიური კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ მდინარე ვარაზისხევის ხეობის ზედა წელში, მდინარის მარცხენა ფერდობზე გეოლოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე მეწყრის საშიშროება არ არსებობს, მოსალოდნელია მხოლოდ მცირე მასშტაბის ქვათაცვენები; […]
2018 წლის 8-13 აპრილს, ვენაში ავსტრია, ჩატარდა ევროპის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა კავშირის გენერალური ასამბლეა, EGU 2018 General Assembly – უმსხვილესი გეოსაინფორმაციო შეხვედრა ევროპაში. რომელიც აერთიანებს ათასობით მეცნიერს მთელი მსოფლიოდან, მოიცავს როგორც დედამიწის შემსწავლელ მეციერებათა, ასევე პლანეტარულ და კოსმოსური მეცნიერებების  ყველა დისციპლინას. EGU უზრუნველყოფს თავისუფალ დისკუსიებს მეცნიერებსა და მკვლევარებს შორის, რომლებსაც შეუძლიათ წარმოადგინონ საკუთარი კვლევები და […]
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი აცხადებს ვაკანსიას პროგრამული უზრუნველყოფის და ინფორმაციული ქსელების დეპარტამენტში სტაჟიორის პოზიციაზე. ფუნქცია-მოვალეობები: ** კომპიუტერული ტექნიკის მონტაჟი და ტექნიკის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა ** კომპიუტერულ სისტემებთან დაკავშირებული ინციდენტების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა ** ქსელური აპარატურის გამართვა და დიაგნოსტირება ** ინსტიტუტში არსებული პროგრამული უზრუნველყოფის(პაკეტების) ტექნიკური მხარდაჭერა და გამართვა საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** კომპიუტერული ტექნიკის და აღჭურვილობის […]
ოფიციალური განცხადება   საზოგადოების მომატებული ინტერესი სამართლიანად გამოწვეულია ქვეყანაში უკვე მომხდარი სტიქიური უბედურებებით (ვერეს ხეობა, კრწანისი, დევდორაკი-ამალის ხეობა, და სხვ) რამაც მკაფიოდ დაგვანახა, რომ ნებისმიერი საქმიანობისას, გარემოზე არასწორი ზემოქმედება ან არასაკმარისი პასუხისმგებლობით მოპყრობა დამღუპველია.  მოსახლეობის სიმჭიდროვის და ბუნებრივი საფრთხეების კუთხით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დედაქალაქი. თბილისი გაშენებულია საკმაოდ რთულ რელიეფზე და გააჩნია არასტაბილური გეოლოგიური აგებულება – ვიწრო […]