დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი
ჩვენი პასუხი ნამახვან ჰესთან დაკავშირებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, კომპანია „ENKA Renewables“-ს. ქვემოთ მითითებულია ბმულები, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ კომპანიის კვლევას და ჩვენი წერილის სრულ ვერსიას. ასევე მითითებულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდის მისამართი, სადაც ნამახვან ჰესთან დაკავშირებული დოკუმენტაციაა ატვირთული. ამ ბმულიდან ჩამოვტვირთეთ იტალიური კომპანიის სეისმური კვლევა. “ბატონ დავით თვალაბეიშვილს ბატონო დავით, […]
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის სწრაფი შეტყობინების სისტემის მომსახურე პერსონალი, ხვალიდან (16.03.2020) გადადის დისტანციური მუშაობის რეჟიმზე. 1 კვირის განმავლობაში ვიმუშავებთ სატესტო რეჟიმში. ჩვენი გუნდი ცდილობს მოახდინოს თანამშრომელთა მაქსიმალური დისტანცირება მათი და მათ გარშემო მყოფი ადამიანების უსაფრთხოების დაცვის მიზნით. შექმნილი ეპიდ სიტუაციიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია ხელი შევუწყოთ ქვეყანას და ჩვენი წვლილი შევიტანოთ საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. მიწისძვრის […]
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნულ ცენტრზე ვრცელდება სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შიდა რეგულაცია, რომელიც ეხება ახალი კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციას. შესაბამისად ინსტიტუტი დროებით წყვეტს ვიზიტორები ინფორმაციის გაცემა მოხდება მხოლოდ ელექტრონული სახით. მსგავსი პრევენციული ზომები მიღებული იქნება მანამ, სანამ დარეგულირდება ახალი კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) გავრცელებით გამოწვეული ეპიდსიტუაცია. მოთხოვნის შინაარსიდან გამომდინარე, თუ […]
24 იანვარს, თბილისის დროით 21:55 საათზე, თურქეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 450 კმ_ში, ქალაქ მალატიასთან მოხდა 6.8 (Mw) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა. მიწისძვრა შეგრძნებადი იყო სასაზღვრო ზოლში დასახლებული საქართველოს მოსახლეობისთვისაც. გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე და შეავსოთ კითხვარი ! https://ies.iliauni.edu.ge/poll/poll.php?id=418855  
საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აღებული აქვს ვალდებულება, დააახლოოს ქვეყნის სამშენებლო სტანდარტები ევროპულ ანალოგთან. სამშენებლო ნორმების ეროვნული (Eurocode) დანართის შექმნა რამდენიმე ეტაპისაგან შედგება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია  სეისმური საშიშროების რუკის მიღება და მის საფუძველზე ეროვნული პარამეტრების გაწერა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნულმა ცენტრმა აშშ-ის ლორენს ლივერმორის ნაციონალურ ლაბორატორიასთან ერთად აშშ-ის […]
გაცნობებთ, რომ საზოგადოებრივი ინტერესის გამო, მკვეთრად გაიზარდა მიწისძვრის პოსტზე მოსანიშნი, ე.წ. „დასათაგი“ სააგენტოების/მედია საშუალებების მსურველების რიცხვი. მონიშვნის მექანიზმი ანელებს ჩვენი facebook გვერდის მიერ პირველადი ინფორმაციის გავრცელების ოპერატიულობას. აღნიშნულ საკითხზე უკვე დაწყებულია ტექნიკური სამუშაოები და დასრულებისთანავე შემოგთავაზებთ სიახლეებს. რეორგანიზაციის დასრულებამდე კი მიწისძვრის პოსტზე მოინიშნება მხოლოდ შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები. სააგენტოებმა და ფიზიკურმა პირებმა კი შეგიძლიათ გამოიწეროთ ჩვენი […]
  შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტის –„რეგიონული მიწისძვრების კერის მექანიზმებისსწრაფი განსაზღვრის და შეტყობინების სისტემის დანერგვა საქართველოში“ ფარგლებში. 2019 წლის 23-27 სექტემბერს ჩატარდა ტრენინგი. ტრენინგს უძღვებოდა  ანდრეა ჩანგი.  ანდრეა ჩანგმა კონსულტაცია გაუწია პროექტის მონაწილეეებს, რომ განახორციელონ კერის მექანიზმების სწრაფი განსაზღვრის ინვერსიის მეთოდი,  შეისწავლონ პროგრამული პაკეტი და დახვეწონ ბერკლის სეისმოლოგიური ლაბორატორიის მიერ შემუშავებული […]
2018 წლის 26 ოქტომბერს დაბა სურამის ბაიანთხევის და ზინდისის უბნის მოსახლეობამ მოგვმართა წერილით, სადაც წერია, რომ მათ სამოსახლო ტერიტორიაზე და მიმდებარედ არსებული მეწყრული პროცესები საცხოვრებელ და სხვა შენობა-ნაგებობებს უქმნის საფრთხეს. მოსახლეობამ გვთხოვა დახმარება გაგვეწია და ჩაგვეტარებინა შესაბამისი კვლევითი სამუშაო, ადგილზე შეგვესწავლა და შეგვეფასებინა საფრთხის რეალობა და სიძლიერე. 2018 წლის ივლისში სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის […]
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის – სეისმური და გეოფიზიკური ქსელის სამსახური აცხადებს ვაკანსიას სტაჟიორის პოზიციაზე:; სტაჟირება გაგრძელდება სამი თვე დასაქმების პერსპექტივით. პიროვნული უნარები: ** ახალი ინფორმაციის სწრაფი ათვისების უნარი; ** ანალიტიკური აზროვნება და სისხარტე; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება; ** პუნქტუალობა; ** ველზე მუშაობის უნარი. ძირითადი […]