დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი აცხადებს ვაკანსიას ღამის მორიგის პოზიციაზე.   სამუშაოს აღწერა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ცენტრში 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს მიწისძვრებზე მონიტორინგი. ღამის მორიგის მოვალეობაა ძლიერი მიწისძვრის მოხდენის შემთხვევაში მიწისძვრის ეპიცენტრისა და სიდიდის ოპერატიულად განსაზღვრა და ინფორმაციის საგანგებო სიტუაციების სამსახურისთვის გადაცემა. პიროვნული უნარები: სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; […]
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი აცხადებს ვაკანსიას სტაჟიორის პოზიციაზე. სტაჟირება გაგრძელდება სამი თვე . წარმატებული სტაჟიორები გადანაწილდებიან შემდეგ დეპარტამენტებში: გეოდეზიისა და გრავიმეტრიის დეპარტამენტი; სეისმოლოგიის დეპარტამენტი; გამოყენებითი გეოფიზიკის დეპარტამენტი სტაჟირების ვადა – 3 თვე პიროვნული უნარები: ახალი ინფორმაციის სწრაფი ათვისების უნარი; ანალიტიკური აზროვნება და სისხარტე; გუნდური მუშაობის უნარი; მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა საქმისადმი; […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი მეტეოსა და პანშეთის სეისმური სადგურების მეშვეობით ახორციელებს მყინვარწვერის მასივის მაგმური აქტივობის მონიტორინგს. 2014 წლის 17 მაისს ამალი-დევდორაკის ხეობაში განვითარებული მოვლენები ცალსახად ტრიგერირებული იყო მყინვარწვერის მაგმური აქტივობით, რაც დასტურდება მაღალი სეისმურობით. 2014 წლის აგვისტოს და 2016 წლის 22 მაისის მოვლენები კი გამოწვეულია დროის მცირე მონაკვეთში […]
1 წელი გავიდა 2015 წლის 13 ივნისის კომპლექსური ბუნებრივი კატასტროფით გამოწვეული ტრაგიკული მოვლენებიდან. 2015 წლის 13 ივნისის ღამეს ვერეს ხეობაში, ახალდაბასთან, ჩამოწვა მეწყერი, რომელმაც წყალდიდობით და მოგვიანებით, წყალმოვარდნით ადიდებულ მდინარე ვერეში ჩამოაყალიბა ღვარცოფი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი აქტიურად იყო ჩართული ახალდაბის მეწყრის მულტიდისციპლინურ კვლევაში. ჩვენ ვეცადეთ, გეოფიზიკური, გეოლოგიური და გეოდეზიური მეთოდებით შეგვეფასებინა მეწყრის […]
2016 წლის 31 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით დაბა ყაზბეგში გაიმართა კონფერენცია „ალბათური სეისმური საშიშროებების შეფასება კავკასიის რეგიონში“, ლოურენს ლივერმოლის ნაციონალური ლაბორატორიის მხარდაჭერით. კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მეცნიერები (აზერბაიჯანი, ამერიკა, თურქეთი, სომხეთი).
 დევისის უნივერსიტეტის (კალიფორნია, აშშ) გეოლოგებთან ერთად მიმდინარე კვლევის მიზანია საქართველოში აქტიური ტექტონიკური რღვევების თანამედროვე მეთოდოლოგიით შესწავლა. ამ ეტაპზე შევისწავლით ამიერკავკასიის მთათაშუა არისა და კავკასიონის ნაოჭა სისტემის შეხების ზონას, კერძოდ, ქართლის მოლასური ქვეზონის ჩრდილო მონაკვეთზე პალეოსეისმოლოგიური მეთოდოლოგიით ვიკვლევთ აქამდე შეუსწავლელ რღვევას. პალეოსეისმოლოგიური კვლევა გულისხმობს ხელოვნურად შექმნილ ჭრილში (თხრილში) სტრუქტურულად და ლითოლოგიურად განსხვავებული უბნების ინტერპრეტაციას, მათი გრაფიკულ მოდელის […]
სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და ლოურენს ლივერმოლის ეროვნული ლაბორატორიის ერთობლივი პროექტის („კავკასიაში ალბათური სეისმური საშიშროების შეფასება“) ფარგლებში 2016 წლის 11-15 თებერვალს გაიმართა ვორქშოფი დედოფლისწყაროში.
 საქართველოს ნაციონალური სეისმური ქსელის თითოეული სეისმური სადგური ახლა უკვე ორსიმბარათიანი ინტერნეტ-როუტერითაა აღჭურვილი. ინტერნეტ ტრაფიკს ერთდროულად ორი სხვადასხვა მობილური ოპერატორი გვაწვდის. ერთი ინტერნეტ ოპერატორის გათიშვის შემთხვევაში, მეორე სიმბარათი ავტომატურად ირთვება, რაც სეისმური მონაცემების პირდაპირ რეჟიმში უწყვეტი გადმოცემის ხარისხს ზრდის.
 დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის პროგრამული უზრუნველყოფის დეპარტამენტისა და სეისმური და გეოფიზიკური ქსელის სამსახურის თანამშრომლები 2015 წლის  9-14 დეკემბერს, სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიის ინსტიტუტის თხოვნით, პროფესიული გამოცდილების გაზიარების მიზნით, სომხეთში იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა სომხეთის გეოლოგიური ინსტიტუტის ქსელისა და პროგრამული უზრუნველყოფის სამსახურის  თანამშრომლების პრაქტიკული სწავლება. სეისმური სადგურის მონაცემების პირდაპირი გადაცემის რეჟიმში ჩასართავად ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, სომხეთს დროებით […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტმა აშშ-ს ნაციონალური სამეცნიერო ფონდის (NSF) პროექტ „კავკასიის აქტიური გეოდინამიკის“ ფარგლებში გამართა კონფერენცია თემაზე „ქერქის დეფორმაციის მოდელირება“. კონფერენცია გაიმართა აბასთუმანში 2015 წლის 27  აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით. კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მეცნიერები (აშშ, თურქეთი, ტაივანი).