ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნულმა ცენტრმა შეაჯამა 2015 და 2017 წლების მაისი-ივნისის მონაცემები თბილისის და ვერეს ხეობის შესახებ. მონაცემები ეყრდნობა, როგორც სატელიტურ წყაროებს, ისე გარემოს ეროვნული სააგენტოს (გეს) ნალექმზომებიდან მიღებულ მასალას.
ანალიზმა აჩვენა, რომ 2017 წლის მაისში მოსული წვიმის რაოდენობა დაახლოებით 20%-ით ჩამოუვარდებოდა 2015 წლის იგივე თვის მაჩვენებლებს. ხოლო ივნისის პირველი დეკადის შემთხვევაში, 2015 წლის 13 ივნისის მეწყრის ადგილას, დაფიქსირდა 3.5-ჯერ ნაკლები წვიმის წყლის აკუმულაცია.
2017 წლის 10 ივნისს სატელიტურმა და გ.ე.ს.-ს მონაცემებმა აჩვენა ნალექების ინტენსივობის საკმაოდ საინტერესო და 2015 წლის 13 ივნისისგან განსხვავებული სივრცული განაწილება. კერძოდ, თუ 2 წლით ადრე ნალექების პიკური მაჩვენებელი მეწყრის მიდამეობში დაფიქსრდა, ამჯერად წვიმის მაქსიმუალური ინტენსივობა თბილისის დასავლეთ კიდისკენ აღინიშნა (სვანიძის ქუჩის მიდამოები). მეწყრის ადგილას ჯამურად მოვიდა მხოლოდ 30 მმ (სატელიტური მონაცემი), ხოლო ვაშლიჯვარში დაახლოებით 11მმ.
ზემოთ ჩამოთვლილმა ფაქტორებმა განაპირობა ის, რომ 2017 წლის 10 ივნისს მოსულმა დიდი რაოდენობით ნალექმა ვერ გამოიწვია ვერეს ხეობის ბუნებრივი სისტემის ფართომასშტაბიანი დესტაბილიზაცია.
თბილისის მცირე ფართობზე ნალექების ინტენსივობის სივრცულმა ანალიზმა გამოკვეთა ხშირი დაკვირვებების ქსელის არსებობის აუცილებლობა, ისევე როგორც მონიტორინგის სხვა კომპონენტების დამატების საკითხი.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი https://iliauni.edu.ge/ge
გარემოს ეროვნული სააგენტო/ http://nea.gov.ge/
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო http://mes.gov.ge/