დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების გამო, სეისმური მონაცემების მუდმივი გადმოცემის პროცესისა და მიწისძვრის რეაგირების სისტემის მუშაობის შესაძლო, დროებითი შეფერხება მოხდეს
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ცენტრი გაცნობებთ, რომ ქვეყანაში არსებული სეისმური და გეოდეზიური ქსელის მონაცემების გადმოცემაში შესაძლოა დროებითი შეფერხება წარმოიშვას, რაც მიწისძვრის რეაგირების სისტემის ფუნქციონირებაზე მოახდენს გავლენას.
სერვისის გაუმჯობესების მიზნით, კომპანია მაგთიკომი განახორციელებს პროგრამული უზრუნველყოფის განახლებას 2025 წლის 9 ივნისს, 01:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე. აღნიშნულ პერიოდში მობილური მომსახურება, მათ შორის მონაცემთა გადაცემა (GPRS), შესაძლოა შეფერხდეს. შესაბამისად, დროებით შეწყდება სეისმური სადგურებიდან მონაცემთა შეუფერხებელი გადმოცემა.
ამან შესაძლოა შეფერხება გამოიწვიოს მიწისძვრის რეაგირების სისტემის მუშაობაში, რაც დამოკიდებულია სეისმური სადგურებიდან მონაცემების უწყვეტ მიღებაზე. ჩვენი გუნდი, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, მიწისძვრის ხდომილების შემთხვევაში, შეფერხებით, მაგრამ მაინც ოპერატიულად მოგაწვდით ინფორმაციას ეპიცენტრისა და მაგნიტუდის შესახებ.
დამატებით ინფორმაციას ქსელის ფუნქციონირების სრულად აღდგენის შესახებ მოგვიანებით მოგაწვდით.
———————————————————————————————————————————-
Temporary Disruption of Seismic Data Transmission and Earthquake Rapid Response System Due to Scheduled Maintenance
The Institute of Earth Sciences and Seismic Monitoring Center announces that temporary disruption may occur in the transmission of seismic and geodetic data due to scheduled maintenance, which may affect the functionality of the Earthquake Rapid Response System.
To improve service quality, MagtiCom will carry out a scheduled software upgrade on June 9, 2025, from 01:00 AM to 06:00 AM (local time). During this time, mobile services—including data transmission (GPRS)—may be interrupted, causing a temporary halt in real-time data flow from seismic stations.
This may lead to temporary delays in the Earthquake Response System, which relies on continuous data from seismic stations. However, in case of a significant seismic event, our team, in collaboration with international partners, will work to provide epicenter and magnitude information as quickly as possible, even if delayed.
Further updates regarding full system restoration will be shared in due course.