დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და კალიფორნიის უნივერსიტეტის დეივისის კამპუსის ერთობლივი პროექტის საფუძველზე, რომელიც მიზნად ისახავს თანამედროვე შეხედულებებით და მეთოდიკით კავკასიის რეგიონალურ გეოლოგიურ და გეოტექტონიკურ შესწავლას, განხორციელდა გეოლოგიური საველე კვლევითი ექსპედიცია. საველე კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობდა ერთი თვის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით (ზემო სვანეთი, სამეგრელო, კახეთი, ყაზბეგი, არაგვის ხეობა), რომელიც ითვალისწინებდა ძირითად სტრუქტურულ გეოლოგიურ კვლევებს, ქანებისა და ნიადაგის აბსოლიტური ასაკის (14C, 26Al, 10Be) განსაზღვრისთვის ნიმუშების აღებას, გეომორფოლოგიურ სამუშაოებს და ტექტონიკური სტრუქტურების კვლევას.