დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი აცხადებს ვაკანსიას სტაჟიორის პოზიციაზე სეისმური და გეოფიზიკური ქსელის სამსახურში. სტაჟირება გაგრძელდება სამი თვე, დასაქმების პერსპექტივით.
———————————————-
ძირითადი მოთხოვნები:
განათლება: საბუნებისმეტყველო ფაკულტეტისა და საინჟინრო-ტექნიკური მიმართულება (ფიზიკა, მათემატიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები და პროგრამირება, ქსელები)
უპირატესად ჩაითვლება ინგლისური ენის ცოდნა
———————————————-
? პიროვნული უნარები:
- ახალი ინფორმაციის სწრაფი ათვისების უნარი
- ანალიტიკური აზროვნება და სისხარტე
- გუნდური მუშაობის უნარი
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და საქმისადმი
- კეთილსინდისიერი დამოკიდებულება
- პუნქტუალობა
- ველზე მუშაობის უნარი
———————————————-
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge 2019 წლის 27 თებერვლის ჩათვლით. სათაურის ველში მიუთითეთ “სტაჟირება სეისმური და გეოფიზიკური ქსელის სამსახურში”.