დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი

1 წელი გავიდა 2015 წლის 13 ივნისის კომპლექსური ბუნებრივი კატასტროფით გამოწვეული ტრაგიკული მოვლენებიდან.

2015 წლის 13 ივნისის ღამეს ვერეს ხეობაში, ახალდაბასთან, ჩამოწვა მეწყერი, რომელმაც წყალდიდობით და მოგვიანებით, წყალმოვარდნით ადიდებულ მდინარე ვერეში ჩამოაყალიბა ღვარცოფი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი აქტიურად იყო ჩართული ახალდაბის მეწყრის მულტიდისციპლინურ კვლევაში. ჩვენ ვეცადეთ, გეოფიზიკური, გეოლოგიური და გეოდეზიური მეთოდებით შეგვეფასებინა მეწყრის ფართობი, მოწყვეტილი მასის რაოდენობა და დარჩენილი მოწყვლადი უბნების მოცულობა. იხილეთ ჩვენი ანგარიში

მდ. ვერეზე წყალდიდობა-წყალმოვარდნის ჩამოყალიბების ერთადერთი და, ამ შემთხვევაში, ახალდაბის მეწყრის გააქტიურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი წვიმის სახით მოსული ატმოსფერული ნალექია. 13 ივნისს, ხეობაში დროის მცირე მონაკვეთში მოსულმა ჭარბმა ნალექმა მოახდინა მეწყრის ტრიგერირება. ასევე, ისედაც დატენიანებულ გრუნტში წყლის რაოდენობამ მიაღწია ზღვრულ კონცენტრაციას, მოიმატა ზედაპირულმა ჩამონადენმა და გამოიწვია მდინარე ვერეს ადიდება.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტმა, NASA-ს და JAXA-ს გლობალური ნალექების მისიის (GPM) სატელიტურ მონაცემებზე დაყრდნობით, ჩაატარა დისტანციური ზონდირების ანალიზი. შედეგად, სახმელეთო დაკვირვების არარსებობის პირობებში, შესაძლებელი გახდა მეწყრამდე და მეწყრისას მოსული წვიმის რაოდენობის გაზომვა და საერთო სურათის აღდგენა, თუ როგორ იქმნებოდა შესაბამისი პირობები მეწყრის ესკალაციისთვის.

ვიდეოში ასახულია:

  • 2015 წლის 1 მაისიდან 12 ივნისის ჩათვლით დღიურად მოსული წვიმის ჯამური რაოდენობა (მმ);
  • 2015 წლის 13 და ნაწილობრივ 14 ივნისს ყოველ სამ საათში მოსული წვიმის ჯამური რაოდენობა (მმ);
  • და, შედარებისთვის 2016 წლის 1 – 31 მაისის დღიურად მოსული წვიმის ჯამური რაოდენობა (მმ);

ასევე, აგებულ გრაფიკზე ჩანს კონკრეტულად ახალდაბის მეწყრის ადგილას მოსული ნალექების კუმულაციური ჯამი, სადაც სწრაფი მატების გრადიენტი მეწყრის მოწყვეტის დროს ემთხვევა.

პროდუქტის ნაკლად შეიძლება დროითი და განსაკუთრებით სივრცითი რეზოლუცია ჩაითვალოს, რადგან მონაცემები განზოგადებულია 10კმ x 10კმ ფართობის პიქსელებზე.

ჭარბი ნალექი მოვიდა 2016 წლის მაისის თვეშიც. ვთვლით, რომ მუდმივი, რეალურ დროში მონიტორინგის პირობებში, როდესაც საქართველოსაც ექნება სანდო მონაცემების უწყვეტად მიღების საშუალება, მსგავსი მოვლენების შეფასება სრულიად შესაძლებელია. მითუმეტეს, რომ სხვა ქვეყნებში არსებობს გამოცდილება, როდესაც ისინი წარმატებით ართმევენ თავს ბუნებრივი მოვლენების მოდელირების ამოცანას.

უახლესმა გლობალურმა კვლევებმა აჩვენა (მაგალითად იხ.  http://dx.doi.org/10.1007/s10584-015-1434-y), რომ კლიმატის გლობალური ცვლილების ფონზე საშუალო წლიური და ექსტრემალური წვიმების რაოდენობა არიდული და ნაწილობრივ ჰუმიდური რეგიონებისთვის 1-2%-ით არის გაზრდილი. 1981-2010 წლებთან შედარებით 12%-ით გაიზარდა წვიმების რეკორდული მაჩვენებლების დაფიქსირების რაოდენობა. შესაბამისად, საქართველოში არსებული წინა საუკუნის მონაცემთა ბაზები არასაკმარისია და საჭიროებს განახლებას.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი თვლის, რომ საქართველოში სახმელეთო და სატელიტური მონიტორინგის სისტემების განვითარება, საველე კვლევების პარალელურად, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ადრეული შეტყობინების სისტემების ამუშავებას და მათი სანდოობის ზრდას, მითუფრო მაშინ როცა ეს სახელმწიფოს მისცემს საშუალებას მომავალში მნიშვნელოვნად შეამციროს სტიქიებისგან მიყენებული ზარალი.

سایت شرط بندی بازی انفجار با ضرایب بالا بهترین سایت پیش بینی فوتبال آموزش شرط بندی فوتبال سایت شرط بندی حضرات ریچ بت گاد بت سایت نیلی افشار سایت هات بت دنیا جهانبخت در شهروند بت آدرس سایت لایو بت در شهروند بت آدرس سایت تاینی بت در شهروند بت آدرس سایت یلماست بت در شهروند بت سایت ای بی تی 90 در شهروند بت پابلو بت در شهروند بت سایت هیس بت مهراد جمح ولف بت میلاد حاتمی در شهروند بت بازی انفجار چیست در شهروند بت آموزش بازی انفجار آدرس سایت شرط بندی حضرات بت پویان مختاری سایت شرط بندی هات بت دنیا جهانبخت سایت بازی انفجار تاینی بت هیس بت سایت شرط بندی سایت شرط بندی یلماس بت ندا یاسی سایت شرط بندی سیب بت سایت جت بت سایت abt90 ساشا سبحانی سایت شرط بندی لایو بت آموزش بازی انفجار آموزش هک بازی انفجار الگوریتم بازی انفجار بهترین سایت بازی انفجار آنلاین دانلود اپلیکیشن بازی انفجار شرط بندی ترفندهای برد بازی انفجار روبات تشخیص ضریب بازی انفجار آموزش برنده شدن در بازی انفجار آدرس سایت بت هیس بت سایت مهراد جم جت بت سایت میلاد حاتمی آدرس سایت تاینی بت آدرس سایت لایو بت داوود هزینه آدرس سایت حضرات پویان مختاری آموزش حرفه ای بازی انفجار آموزش بازی حکم در پرشین بت آموزش پیش بینی فوتبال در پرشین بت بهترین سایت های شرط بندی ایرانی آموزش بازی انفجار تاینی هلپ آموزش بازی انفجار سایت هیوا نیوز اخبار سلبریتی ها تاینی نیوز google bahis onlinebahis siteleri casino FaceBook twitter آدرس جدید سایت بت فوروارد فارسی آدرس جدید سایت سیب بت بیوگرافی دنیا جهانبخت آموزش بازی انفجار آنلاین برای بردن سایت شرط بندی حضرات پویان مختاری سایت ای بی تی 90 ساشا سبحانی سایت پیش بینی فوتبال پرشین بت آموزش قوانین بازی پوکر آنلاین شرطی خیانت پویان مختاری به نیلی افشار سایت لایو بت داوود هزینه سایت پابلو بت علیشمس سایت تاک تیک بت سایت شرط بندی حضرات بت اپلیکیشن بت فوروارد دنیا جهانبخت کیست سایت شرط بندی هات بت دنیا جهانبخت سایت گاد بت نیلی افشارسایت شرط بندی فوتبال معتبرسایت شرط بندی فوتبال معتبرPablobet