მაღალმთიან აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ გორგაძეებში, გავხსენით კიდევ ერთი მუდმივი საყრდენი სეისმური და GNSS სადგური, კოდით GHRG. სადგური გაიხსნა MIT (Massachusetts Institute of Technology), ნატოსა და საქართველოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში.
მიმდინარეობს სამუშაოები დამატებით 4 მუდმივი სეისმურისა და GNSS სადგურის გასახსნელად სსტც ”დელტას”-თან ერთად.
ჩვენი ინსტიტუტი ოპერირებს საქართველოს ნაციონალურ სეისმურ ქსელს. ჩვენი თანამშრომლები 24 საათის განმავლობაში აკვირდება ქვეყანაში მიმდინარე სეისმურ აქტივობას და ახდენს შესაბამის რეაგირებას. სამუშაოებში ინტენსიურად არიან ჩართულები სტუდენები.