გეოდეზიის და გრავიმეტრიის დეპარტამენტის მიზანია სრულყოფილი გეოდეზიური დაკვირვების ქელის შექმნა, მონიტორინგი და სხვადასხვა გეოდეზიური ამოცანების გადაჭრა, როგორც სამეცნიერო ისე სამოქალაქო მიზნებისთვის. სწორედ ამ მიზნით, გლობალური სანავიგაციო სატელიტური სისტემების(GPS, GLONASS, GALILEO) მეშვეობით, დედამიწის ქერქის გადაადგილების და დეფორმაციის შესასწავლად, საქართველოს ტერიტორიაზე ხორციელდება დაკვირვებები(იხილეთ ქსელი შემდეგ ბულზე: GNSS ქსელი). არსებულ GNSS ქსელს ვიყენებთ და ვგეგმავთ გამოვიყენოთ სხვადასხვა გეოფიზიკური ამოცანებისთვის , როგორიცაა ამინდის პროგნოზი, იონოსფეროზე დაკვირვება, ძლიერი მიწისძვრების ჩანაწერის მიღება, რეალურ დროში მაღალი სიზუსტის კოორდინატების მიღება და სხვა.
დედამიწის ქერქის სტრუქტურის, გეოიდის, ვერტიკალური სიმაღლის ცვლილების, სიღრმული ტექტონიკური რღვევების, მიქცევა და მოქცევის, ოკეანეების/ზღვების მიერ გამოწვეული ხმელეთის დეფორამაციის, ნავთობის/სასარგებლო წიაღისეულის და სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული მიკრო და რეგიონალური გრავიტაციული ანომალიების შესწავლის მიზნით მიმდინარეობს გრავიტაციული დაკვირვებები.
დეპარტამენტი ჩართულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამებში და ახორციელებს უნივერსიტეტის სტუდენტების პრაქტიკულ გადამზადებას.
დეპარტამენტი ახორციელებს სხვადასხვა გეოდეზიური ტექნოლოგიების და მეთოდების საშუალებით ეკონომიკურ საქმიანობას. იხილეთ დეტალურად ეკონომიკური საქმიანობები შემდეგ ბმულზე: სერვისები
დეპარტამენტის თანამშრომლები
ელფოსტა: giorgi.akhalaia@iliauni.edu.ge თანამდებობა: დეპარტამენტის უფროსი მიმართულებები / დარგები:
|
ელფოსტა: zurab.tavadze@iliauni.edu.ge თანამდებობა: მთავარი სპეციალისტი მიმართულებები / დარგები:
|