საქართველოს ნაციონალურ სეისმურ ქსელს, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი ოპერირებს. ქსელის შემადგენლობაშია 25 მუდმივად მოქმედი ციფრული სეისმური სადგური, მათგან 21, მონაცემების პირდაპირი გადმოცემის რეჟიმში ფუნქციონირებს. (იხილეთ ქსელი შემდეგ ბმულზე: სეისმური ქსელი) სეისმური და გეოფიზიკური ქსელის სამსახურის ძირითად ამოცანას წარმოადგენს ქსელის შეუფერხებელი ფუნქციონირება. რადგან სეისმურ პროცესებზე დაკვირვების ხარისხი დიდწილად დამოკიდებულია აპარატურაზე, რომლითაც ხორციელდება დაკვირვება. რეგულარულად ხდება სეისმური აპარატურის განახლება და მოძველებულის ახლით ჩანაცვლება. სადგურები აღჭურვილია, როგორც მოკლეპერიოდიანი ასევე ფართოსპექტრული სენსორებით. ჩვენს ხელთ ასევე არის რამოდენიმე აქსელერომეტრი. ქსელი ძირითადად ერთგვაროვანი აპარატურით არის დაკომპლექტებული, კერძოდ დიდი ბრიტანეთის წარმოების კომპანია Guralp-ის სენსორებით ( სეისმური აპარატურა ), ხოლო სეისმური სადგურის მონაცემების პირდაპირ რეჟმში გადმოსაცემად ორსიმიან ინტერნეტ მოდემს ვიყენებთ. ერთდროულად ორი ფიჭური ოპერატორის გამოყენება სეისმური მონიტორინგის მეტ მდგრადობას უწყობს ხელს.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: სერვისები