სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში 09.06.2016 წელს შემოვიდა ხონის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წერილი N649594, რომელიც ეხებოდა სოფელ გორდის საჯარო სკოლის შენობაზე არსებულ დაზიანებებს.
სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მიერ 2016-2017 წლებში გორდის სკოლის ტერიტორიაზე არსებული ვითარების შესასწავლად ჩატარდა რამდენიმე ექსპედიცია, რომელშიც მონაწილეობდნენ გეოდეზიის და გრავიმეტრიის, გამოყენებითი გეოფიზიკის, გეოგრაფიის და გეოლოგიის დეპარტამენტების წარმომადგენლები.