
საველე სკოლის პროგრამა მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ კურსებს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებებში.
ლექციებს წაიკითხავენ ქართველი და ამერიკელი პროფესორები.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი
საცხოვრებელი პირობები:
მონაწილეებს შეეძლებათ იცხოვრონ სურვილისამებრ კარავში ან კოტეჯში. ტრანსპორტირება, კვება და სრულყოფილი საცხოვრებელი პირობები უზრუნველყოფილია ინსტიტუტის მიერ.
მონაწილეობის პირობები:
- მონაწილეობის მიღება შეუძლია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სტუდენტს (გარდა დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების პროგრამის სტუდენტებისა).
- სტუდენტს დასრულებული უნდა ჰქონდეს მაქსიმუმ მეოთხე სემესტრი.
- ადგილები შეზღუდულია, ამიტომ სტუდენტების შერჩევა მოხდება კონკურსის საფუძველზე. კანდიდატმა მონაწილეობის მისაღებად ies@iliauni.edu.ge – ზე უნდა გამოგზავნოს სამოტივაციო წერილი, სადაც აღწერს მის ინტერესს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებებში (სახელის, გვარის, კურსის, ფაკულტეტის და პროგრამის მითითებით).
- სამოტივაციო წერილის გამოგზავნის ბოლო ვადაა 22 აგვისტო 14:00 საათი.
- მონაწილეობა უფასოა
საზაფხულო სკოლის პროგრამა:
- 1 სექტემბერი:
- 10:00 – გამგზავრება თბილისიდან ახალქალაქისკენ
- 14:00 – ჩასვლა ახალქალაქში და ბანაკის გაშლა
- 15:00 – თავისუფალი დრო
- 18:00 – ვახშამი
- 19:30 – საველე სკოლის პროგრამის გაცნობა
პროფესორი ლაშა სუხიშვილი, ინსტიტუტის დირექტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - 20:00 – ლექცია და Q & A: გეომორფოლოგია და ზედაპირული წყლის ჩამონადენი
(ინგლისურად)
პროფესორი რეიმონდ ტორესი, სამხრეთ კაროლინას უნივერსიტეტი (აშშ) - 20:40 – ლექცია და Q & A: გეოფიზიკა – ელექტრული წინაღობით და სეისმური
პროფილირებით კვლევა (ქართულად)
ინსტიტუტის გამოყენებითი გეოფიზიკის დეპარტამენტის უფროსი დიმიტრი აქუბარდია და მკვლევარი დავით წიკლაური - 21:10 – თავისუფალი დრო
- 2 სექტემბერი:
- 09:00 – საუზმე
- 10:00 – პრაქტიკა: ელექტრული წინაღობის და სეისმური პროფილების საველე
სამუშაოები
ინსტიტუტის გამოყენებითი გეოფიზიკის დეპარტამენტის უფროსი დიმიტრი აქუბარდია და მკვლევარი დავით წიკლაური - 14:00 – სადილი
- 15:30 – მონაცემების დამუშავება
ინსტიტუტის გამოყენებითი გეოფიზიკის დეპარტამენტის უფროსი დიმიტრი აქუბარდია და მკვლევარი დავით წიკლაური - 17:00 – თავისუფალი დრო
- 18:30 – ვახშამი
- 20:00 – ლექცია და Q & A: გეორადარით კვლევის თეორია, მეთოდი და გამოყენების
მაგალითები (ინგლისურად)
პროფესორი ხუან ლორენსო, ლუიზიანას სახელმწიფო უნივერსიტეტი (აშშ) - 20:40 – GNSS და RTK ტექნოლოგიებით პოზიციონირება და გაზომვები და Q & A
(ქართულად)
ინსტიტუტის გეოდეზიის დეპარტამენტის უფროსი გივი გვენცაძე - 21:10 – თავისუფალი დრო
- 3 სექტემბერი:
- 09:00 – საუზმე
- 10:00 – პრაქტიკა: გეორადარით პროფილირება და GNSS RTK-ს გამოყენება
ინსტიტუტის გამოყენებითი გეოფიზიკის დეპარტამენტის უფროსი დიმიტრი აქუბარდია და მკვლევარი დავით წიკლაური; ინსტიტუტის გეოდეზიის დეპარტამენტის უფროსი გივი გვენცაძე - 14:00 – სადილი
- 15:30 – მონაცემების დამუშავება
ინსტიტუტის გამოყენებითი გეოფიზიკის დეპარტამენტის უფროსი დიმიტრი აქუბარდია და მკვლევარი დავით წიკლაური; ინსტიტუტის გეოდეზიის დეპარტამენტის უფროსი გივი გვენცაძე - 17:00 – თავისუფალი დრო
- 18:30 – ვახშამი
- 20:00 – ლექცია და Q & A: საქართველოს სეისმურობა და საფრთხის შეფასება
(ქართულად)
პროფესორი ზურაბ ჯავახიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - 20:40 – ლექცია და Q & A: მცირე კავკასიონის გეოლოგიური მახასიათებლები და
ევოლუცია (ქართულად)
ინსტიტუტის გეოლოგიის დეპარტამენტის მკვლევრები რაბი გაბრიელაშვილი და სალომე გოგოლაძე - 21:10 – თავისუფალი დრო
- 4 სექტემბერი:
- 9:00 – საუზმე
- 11:00 – თბილისისკენ გამომგზავრება
კითხვებთან დაკავშირებით დაუკავშირდით ლაშა სუხიშვილს lasha.sukhishvili@iliauni.edu.ge