დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი
თემატიკა:
საველე სკოლის პროგრამა მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ კურსებს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებებში.
ლექციებს წაიკითხავენ ქართველი და ამერიკელი პროფესორები.
 
ორგანიზატორი:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი
ადგილმდებარეობა:
სკოლა ჩატარდება ჯავახეთში, ქალაქ ახალქალაქში, ინსტიტუტის ობსერვატორიის ბაზაზე.

საცხოვრებელი პირობები:
მონაწილეებს შეეძლებათ იცხოვრონ სურვილისამებრ კარავში ან კოტეჯში. ტრანსპორტირება, კვება და სრულყოფილი საცხოვრებელი პირობები უზრუნველყოფილია ინსტიტუტის მიერ.

მონაწილეობის პირობები:

  • მონაწილეობის მიღება შეუძლია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სტუდენტს (გარდა დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების პროგრამის სტუდენტებისა).
  • სტუდენტს დასრულებული უნდა ჰქონდეს მაქსიმუმ მეოთხე სემესტრი.
  • ადგილები შეზღუდულია, ამიტომ სტუდენტების შერჩევა მოხდება კონკურსის საფუძველზე. კანდიდატმა მონაწილეობის მისაღებად ies@iliauni.edu.ge – ზე უნდა გამოგზავნოს სამოტივაციო წერილი, სადაც აღწერს მის ინტერესს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებებში (სახელის, გვარის, კურსის, ფაკულტეტის და პროგრამის მითითებით). 
  • სამოტივაციო წერილის გამოგზავნის ბოლო ვადაა 22 აგვისტო 14:00 საათი.
  • მონაწილეობა უფასოა

საზაფხულო სკოლის პროგრამა:

  • 1 სექტემბერი:
    • 10:00 – გამგზავრება თბილისიდან ახალქალაქისკენ
    • 14:00 – ჩასვლა ახალქალაქში და ბანაკის გაშლა
    • 15:00 – თავისუფალი დრო
    • 18:00 – ვახშამი
    • 19:30 – საველე სკოლის პროგრამის გაცნობა
      პროფესორი ლაშა სუხიშვილი, ინსტიტუტის დირექტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
    • 20:00 – ლექცია და Q & A: გეომორფოლოგია და ზედაპირული წყლის ჩამონადენი
      (ინგლისურად)
      პროფესორი რეიმონდ ტორესი, სამხრეთ კაროლინას უნივერსიტეტი (აშშ)
    • 20:40 – ლექცია და Q & A: გეოფიზიკა – ელექტრული წინაღობით და სეისმური
      პროფილირებით კვლევა (ქართულად)
      ინსტიტუტის გამოყენებითი გეოფიზიკის დეპარტამენტის უფროსი დიმიტრი აქუბარდია და მკვლევარი დავით წიკლაური
    • 21:10 – თავისუფალი დრო
  • 2 სექტემბერი:
    • 09:00 – საუზმე
    • 10:00 – პრაქტიკა: ელექტრული წინაღობის და სეისმური პროფილების საველე
      სამუშაოები
      ინსტიტუტის გამოყენებითი გეოფიზიკის დეპარტამენტის უფროსი დიმიტრი აქუბარდია და მკვლევარი დავით წიკლაური
    • 14:00 – სადილი
    • 15:30 – მონაცემების დამუშავება
      ინსტიტუტის გამოყენებითი გეოფიზიკის დეპარტამენტის უფროსი დიმიტრი აქუბარდია და მკვლევარი დავით წიკლაური
    • 17:00 – თავისუფალი დრო
    • 18:30 – ვახშამი
    • 20:00 – ლექცია და Q & A: გეორადარით კვლევის თეორია, მეთოდი და გამოყენების
      მაგალითები (ინგლისურად)
      პროფესორი ხუან ლორენსო, ლუიზიანას სახელმწიფო უნივერსიტეტი (აშშ)
    • 20:40 – GNSS და RTK ტექნოლოგიებით პოზიციონირება და გაზომვები და Q & A
      (ქართულად)
      ინსტიტუტის გეოდეზიის დეპარტამენტის უფროსი გივი გვენცაძე
    • 21:10 – თავისუფალი დრო
  • 3 სექტემბერი:
    • 09:00 – საუზმე
    • 10:00 – პრაქტიკა: გეორადარით პროფილირება და GNSS RTK-ს გამოყენება
      ინსტიტუტის გამოყენებითი გეოფიზიკის დეპარტამენტის უფროსი დიმიტრი აქუბარდია და მკვლევარი დავით წიკლაური; ინსტიტუტის გეოდეზიის დეპარტამენტის უფროსი გივი გვენცაძე
    • 14:00 – სადილი
    • 15:30 – მონაცემების დამუშავება
      ინსტიტუტის გამოყენებითი გეოფიზიკის დეპარტამენტის უფროსი დიმიტრი აქუბარდია და მკვლევარი დავით წიკლაური; ინსტიტუტის გეოდეზიის დეპარტამენტის უფროსი გივი გვენცაძე
    • 17:00 – თავისუფალი დრო
    • 18:30 – ვახშამი
    • 20:00 – ლექცია და Q & A: საქართველოს სეისმურობა და საფრთხის შეფასება
      (ქართულად)
      პროფესორი ზურაბ ჯავახიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
    • 20:40 – ლექცია და Q & A: მცირე კავკასიონის გეოლოგიური მახასიათებლები და
      ევოლუცია (ქართულად)
      ინსტიტუტის გეოლოგიის დეპარტამენტის მკვლევრები რაბი გაბრიელაშვილი და სალომე გოგოლაძე
    • 21:10 – თავისუფალი დრო
  • 4 სექტემბერი:
    • 9:00 – საუზმე
    • 11:00 – თბილისისკენ გამომგზავრება

კითხვებთან დაკავშირებით დაუკავშირდით ლაშა სუხიშვილს lasha.sukhishvili@iliauni.edu.ge