გეოლოგიის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, გეოლოგიის დოქტორანტი გიორგი ბოიჩენკო () 2017-ის გაზაფხულის სასწავლო სემესტრში სტაჟირებაზე იმყოფებოდა დევისის კალიფორნიის უნივერსიტეტში (University of California, Davis), დედამიწისა და პლანეტების შემსწავლელ მეცნიერებების ფაკულტეტზე.
ვიზიტი შედგა დევისის უნივერსიტეტის პროფესორის, გეოლოგის – ერიკ ქოუგილის მიწვევით. ვიზიტის განმავლობაში გიორგი ბოიჩენკო ჩართული იყო ფაკულტეტზე მიმდინარე ლექციებში, საველე ექსპედიციებში, სემინარებსა და დეპარტამენტის შიდა შეხვედრებში.
სტაჟირების პერიოდში გიორგი ბოიჩენკო აქტიურად მუშაობდა პროფესორ ერიკ ქოუგილთან, თავის სადოქტორო თემაზე: „აჭარა-თრიალეთის აღმოსავლეთ სეგმენტის ნეოტექტონიკური კვლევა“. თემა მოიცავს ქალაქ თბილისის და მის მიმდებარე ტერიტორიების აქტიურ კვლევას სტრუქტურულ გეოლოგიური, ტექტონიკური, აქტიურ ტექტონიკური და გეომორფოლოგიური კუთხით.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი https://iliauni.edu.ge/ge
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო http://www.mes.gov.ge/