დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის პროგრამული უზრუნველყოფის დეპარტამენტისა და სეისმური და გეოფიზიკური ქსელის სამსახურის თანამშრომლები 2015 წლის 9-14 დეკემბერს, სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიის ინსტიტუტის თხოვნით, პროფესიული გამოცდილების გაზიარების მიზნით, სომხეთში იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა სომხეთის გეოლოგიური ინსტიტუტის ქსელისა და პროგრამული უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლების პრაქტიკული სწავლება. სეისმური სადგურის მონაცემების პირდაპირი გადაცემის რეჟიმში ჩასართავად ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, სომხეთს დროებით სარგებლობაში უსასყიდლოდ გადაეცა გადაეცა ქსელის აპარატურა -ორი ინტერნეტ როუტერი და გადამცემი ანტენები.
ერთობლივი მუშაობის შედეგად, დღეისთვის სომხეთის ორი სეისმური სადგურის მონაცემები ხელმისაწვდომია პირდაპირი გადაცემის რეჟიმში (online) როგორც სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიური ინსტიტუტისთვის, ასევე დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ცენტრისთვის. გარდა ამისა, საქართველოს ნაციონალური სეისმური ქსელის ჯავახეთში განლაგებული სეისმური სადგურების მონაცემებიც სომხეთის მხარისთვის ხელმისაწვდომია მონაცემების ახლა უკვე პირდაპირი გადაცემის რეჟიმში (online).
მსგავსი კოლაბორაციული სამუშაოები ხელს უწყობს მეზობელ ქვეყნებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას და მონაცემების გაცვლის პროცესს ბევრად მოქნილს ხდის.