აშშ-ის გუნდი, ლოურენს ლივეროლის ნაციონალური ლაბორატორიიდან 2017 წლის 16 ივნისს ეწვია საქართველოს. მათ განიხილეს სეისმური საშიშროების შეფასების რეგიონში მიმდინარე პროექტი (PHA) და თანამშრომლობის შესაძლებლობები სეისმური (მიწისძვრის) უსაფრთხოების პროგრამასთან დაკავშირებით.
სეისმური საშიშროების შეფასების მიმდინარე პროექტში (PHA), რომლის ხელმძღვანელია დედამიწის შესწამვლელ მეცნიერაბათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ილიას სახელიმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, თეა გოდოლაძე, ჩართულია რეგიონის ქვეყნები, თურქეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი. პროექტი დაიწყო 2015 წელს და გაგრძელდება 2019 წლამდე.
რენგენ გოკი არის სეისმური თანამშრომლობის პროგრამის მენეჯერი, რომელსაც აფინანსებს ამერიკის ენერგიის დეპარტამენტი LLNL- ში. მის გუნდში ორი თანამშრომელია: სეისმოინჟინერი ტუნა ონური, რომელიც კანადის სამშენებლო ნორმების კომისიის წევრია და ანდრეა ჩანგი სეისმოლოგი.
სეისმური საშიშროების შეფასების რუკები წინაპირობაა ქვეყნის სამშენებლო ნორმებისა, რომელიც ცალსახად განსაზღვრავს ქვეყნის სეისმურ მდგრადობასა და უსაფრთხოებას. პროექტის ფარგლებში შექმნილი სეისმური საფრთხის რუკა საფუძვლად დაედება ახალ ქართულ სამშენებლო ნორმებს, რომელზეც ამჟამად მუშაობს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამშენებლო დეპარტამენტი.
16 ივნის ჩვენმა ამერიკელმა კოლეგებმა წაიკითხეს მოხენება ეკონომიკის სამინისტროში და გააცნეს პროექტის წინასწარი შედეგები. ჩვენი გუნდი აქტიურად არის ჩართული მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებულ პროექტში, რომელიც სამშენებლო ნორმებისათვის ეროვნული დანართების მომზადებას ითვალისწინებს.
20-23 ივნისს ბორჯომში ჩატარდა კონფერენცია, სადაც მოწვეულნი იყვნენ უცხოელი კოლეგები სხვადასხვა ქვეყნიდან (აშშ, აზერბაიჯანი, თურქეთი, სომხეთი). მონაწილეებმა განიხილეს მონაცემთა დამუშავების სხვადასხვა მეთოდი და შეიმუშავეს სამომავლო გეგმა.