დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი

2018 წლის 8-13 აპრილს, ვენაში ავსტრია, ჩატარდა ევროპის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა კავშირის გენერალური ასამბლეა, EGU 2018 General Assembly – უმსხვილესი გეოსაინფორმაციო შეხვედრა ევროპაში. რომელიც აერთიანებს ათასობით მეცნიერს მთელი მსოფლიოდან, მოიცავს როგორც დედამიწის შემსწავლელ მეციერებათა, ასევე პლანეტარულ და კოსმოსური მეცნიერებების  ყველა დისციპლინას. EGU უზრუნველყოფს თავისუფალ დისკუსიებს მეცნიერებსა და მკვლევარებს შორის, რომლებსაც შეუძლიათ წარმოადგინონ საკუთარი კვლევები და იდეები გეომეცნიერებათა დარგების სპეციალისტებთან.

EGU 2018 წლის გენარალურ ასამბლეაზე მონაწილეობა მიიღო 15 075 მეცნიერმა და მკვლევარვა 106 ქვეყნიდან. წარმოდგენილი იყო  4776 მოხსენება, 11 128 პოსტერი და 1 419 PICO პრეზენტაცია.

ასამბლეას ჩვენი სამსახურიდან ესწრებოდა 9 თანამშრომელი სეისმოლოგიის,  გეოლოგიის, გეოგრაფიის, გეოდეზიისა და გრავიმეტრიის დეპარტამენდებიდან. ინსტიტუტს წარმოდგენილი ჰქონდა 8 პოსტერი და 1 მოხსენება სხვადასხვა თემატიკაზე. კონფერენციის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები როგორც უცხოელ კოლეგებთან, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების მომწოდებელ კომპანიებთან. შეხვედრების ფარგლებში დაისახა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.

საქართველოს საინჟინრო-სეისმოგეოლოგიური სტრუქტურა, გეოლოგიური და გეოფიზიკური პარამეტრების გავლენა სეისმურ საშიშროებაზე

ნ.ჯორჯიაშვილი, მ.გიგიბერია, ი.შენგელია, მ.ოთინაშვილი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი

საქართველო მდებარეობს კავკასიის რეგიონში, რომელიც სეისმურად ერთ–ერთი ყველაზე აქტიური რეგიონია ალპურ–ჰიმალაური კოლიზიის ზონაში. რეგიონის ისტორიული და ინსტრუმენტული სეისმოლოგიის ანალიზი გვიჩვენებს, რომ ის გამოირჩევა საშუალო სეისმური აქტივობით. რეგიონის სეისმურობა გამოხატავს რეგიონის ტექტონიკურ თვისებებს. მთავარი სეისმო–ტექტონიკური მახასიათებელი არის არაბეთის და ევრაზიის ფილების შეჯახება. არაბეთის ფილის მოძრაობა ჩრდილოეთით და მისი საათის საწინააღმდეგო მიმართლებით მობრუნება იწვევს თურქეთის ბლოკის დასავლეთით გადაადგილას, ასევე ირანიდ ბლოკის აღმოსავლეთით გადაადგილებას და იქმნება კავკასიის რეგიონის რღვევათა სისტემა.

კვლევის მთავარი მიზანი იყო საქართველოს ტერიტორიისათვის გამოგვევლინა ძირითადი და დანალექი ქანების სტრუქტურა (დაახლოებით 25–30მ სიღრმემდე)   გეოფიზიკური მეთოდების გამოყენებით, გაგვეანალიზებინა არსებული გეოლოგიური და გეოფიზიკური მონაცემები და დაგვედგინა შეფასებული პარამეტრების გავლენა სეისმური საფრთხის შეფასებაზე.

საკვლევი უბნები შეირჩა იმის მიხედვით, სადაც გეოფიზიკური და გეოლოგიური კვლევებიც ერთდროულად იყო ჩატარებული. გეოფიზიკური კვლევებით მიღებული იქნა გრძივი და განივი ტალღების სიჩქარეები, შეფასდა შემდეგი პარამეტრები: md – პუასონის კოეფიციენტის, Ed – დრეკადობის, Gd – ძვრის, K– ყოველმხრივი კუმშვის დინამიური მოდულები, Est – დრეკადობის სტატიური მოდული, D – საერთო დეფორმაციის მოდული  და  სიმტკიცის ზღვარი კუმშვაზე τ. პარამეტრები შეფასდა ცნობილი თეორიული და ემპირიული დამოკიდებულებების საფუძველზე.

საბოლოოდ, მოხდა გრუნტზე დამოკიდებული სეისმური საფრთხის შეფასება გრუნტის პიკური აჩქარებისათვის სხვადასხვა ალბათობისა და 50 წლიანი მნიშვნელობებისათვის. შეფასებისათვის გამოყენებული იქნა გრუნტის რხევის დაცხრომის განახლებული მოდელები,  რომლებიც უშუალოდ კავკასიის რეგიონისათვის იქნა მიღებული. ასევე, გათვალისწინებული იქნა გრუნტის ლოკალური პირობები, რომლის შედეგების შედარებაც მოხდა ორიგინალ შეფასებებთან ლოკალური პირობების გათვალისწინების გარეშე.

საბოლოოდ, მიღებული შედეგების ვიზუალიზაცია განხორციელდა რუკების სახით გეო–საინფორმაციო სისტემებში.

კოდა ტალღების დაცხრომა რაჭის რეგიონისათვის

ი.შენგელია, ნ.ჯორჯიაშვილი, თ.გოდოლაძე, ნ.თუმანოვი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი

საქართველოს ტერიტორიებიდან რაჭა გამოირჩევა სხვა უბნებიდან მაღალი სეისმურობით. ინსტრუმენტალური პერიოდის განმავლობაში დაფიქსირებულია ერთი ძალიან ძლიერი (M 7.0) მიწისძვრა, რომელიც მოხდა 07.09.1991 წელს. ისტორიულ პერიოდში ცნობილია აგრეთვე 1350 წელს მომხდარი M 7.0 მიწისძვრა. თუ გადავხედავთ მიწისძვრების საქართველოს კატალოგს, ვნახავთ რომ  1955-1990 წლებში დიდად არ შეიმჩნეოდა სეისმურობის მატება სხვა სეისმურად აქტიურ რეგიონებთან შედარებით,  მაგრამ 1991 წლიდან დღემდე შეინიშნება სეისმურობის მკვეთრი ზრდა

ამ პროექტის მიზანია QC  პარამეტრის მნიშვნელობების შეფასება მარტივი გაბნევის სამი მეთოდის საშუალებით, მათი შედარება და მიღებული შედეგების დაკავშირება რეგიონის ტექტონიკასა და სეისმურობასთან.  შერჩეულია 2007-2010 წლების 70 მიწისძვრა რაჭის რეგიონიდან.  QC  -ს მნიშვნელობები შეფასებულია 1.2-24.0 ჰერცის მქონე სიხშირულ დიაპაზონში, მაგნიტუდების მნიშვნელობები იცვლებოდნენ 1.5 -დან 3.7-მდე, ხოლო ეპიცენტრალური მანძილი და სიღრმე ნაკლებია შესაბამისად 45კმ და 15კმ-ზე. კოდას ფანჯარა იცვლებოდა 10წმ-დან 60წმ-მდე. ეს მიწისძვრები დარეგისტრირებული იყო ხუთი ციფრული სეისმური სადგურით, რომლებიც აღჭურვილი იყო გურალპის ტიპის CMG40T სეისმომეტრებით.

დადგენილია QC(f)= Q0(f)n  ტიპის დამოკიდებულება, სადაც Q0 დაცხრომის კოეფიციენტია 1 ჰც-ის ტოლ სიხშირეზე, n არის სიხშირული პარამეტრი, ეს სიდიდეები დამოკიდებულია გარემოს არაერთგვაროვნებებზე. ჩვენს შრომაში QC იმატებს კოდას ხანგძლიობის დროსთან და სიხშირესთან ერთად. სხვადასხვა კოდას ფანჯრისათვის ჩვენ მივიღეთ შემდეგი დამოკიდებულებანი:

 

Qc= (8.2±0.3)f(1.27±0.045)   –  (10sec);                 Qc = (20.4±1.6)f(1.24±0.54)   –   (20sec);

Qc =(32.5±3.6)f(1.16±0.040)  –  (30sec);               Qc = (39.6±4.5)f(1.13±0.053) –   (40sec);

Qc =(65.9±4.0)f(0.99±0.062)  –  (50sec);               Qc = (82.4±9.9)f(0.95±0.077)  –  (60sec).

გამოთვლილია დედამიწის ის მოცულობები, რომლებშიც ფორმირებულია ჩვენს მიერ განხილული კოდა ტალღები. მიღებული Qc, Q0 და n – ის მნიშვნელობები უჩვენებენ, რომ განხილული რეგიონი  ტექტონიკურად და სეისმურად აქტიურია.

გომბორის ქედის (მტკვრის ნაოჭა შეცოცებათა ზონის ჩრდილო დასავლეთი ნაწილი) აღჩაგილ-აფშერონული ასაკის ნალექების პალეოდინებების ანალიზი

გიორგი მერებაშვილი, ზურა ჯავახიშვილი, ლაშა სუხიშვილი, გიორგი ბოიჩენკო

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი

საკვლევ ტერიტორიას წარმოადგენს მტკვრის ნაოჭა შეცოცებათა ზონის სტრუქტურული ერთეული – გომბორის ქედი.საკვლევი ტერიტორია ტექტონიკურად აქტიურ ზონაა, ამაზე მეტყველებს ამ ტერიტორიაზე მომხდრი ისტორიული მიწისძვრები: 1530 წ. (M=5.7), 1742 (M=6.7) და 1896 M=6.2). ასევე აღსანიშნავია ინსტრუმენტალური დაკვირვებით გამოვლენილი ხაშმის ძლიერი (M=6.1 1967) და რამდენიმე საშუალოდ ძლიერი მიწისძვრა: (M=4.8-5.3 in 1973, 1974, 1978, 1981,1985, 1997, 2012, 2013). რეგიონის ტექტონიკური კვლევის ერთ-ერთ დამხმარე მეთოდს წარმოადგენს პალეოდინებების ანალიზი.

მტკვრის ნაოჭა შეცოცებათა ზონის ფორმირება დაახლოებით 4 მლნ. წლის წინ დაიწყო (Adam M. Forte, 2009), მისი ფორმირების პარალელურად, გომბორის ქედის ზოგიერთ მონაკვეთზე მიმდინარეობდა ნალექდგაგროვების პროცესი, ამ პროცესის პროდუქტს წარმოადგენს აღჩაგილ-აფშერონული ასაკის (3.4_ მლნ. წ. – 0.7_ მლნ. წ.) ნალექები, იგი კონტინენტური კონგლომერატებითაა წარმოდგენილი. ტექტონიკუად აქტიურ რეგიონში, ნალექდაგროვების პროცესის პარალელურად, მდინარის (მდინარეების) დინებების მიმართულებების ცვლელება აისახება დანალექი ქანების კლასტების ორიენტაციებში. სავარაუდოთ სწორედ ეს ნალექები ინახავს ინფორმაციას, გომბორის ქედზე წარსულში მიმდინარე გეოლოგიურ და ტექტონიკურ პროცესებზე (ტექტონიკური მოძრაობა). კვლევის მიზანია ზემოთხსენებული ნალექების პალეოდინებების ანალიზი და რეგიონის (გომბორის ქედის) პალეოგეოგრაფიული რეკონსტრუქცია.

سایت شرط بندی بازی انفجار با ضرایب بالا بهترین سایت پیش بینی فوتبال آموزش شرط بندی فوتبال سایت شرط بندی حضرات ریچ بت گاد بت سایت نیلی افشار سایت هات بت دنیا جهانبخت در شهروند بت آدرس سایت لایو بت در شهروند بت آدرس سایت تاینی بت در شهروند بت آدرس سایت یلماست بت در شهروند بت سایت ای بی تی 90 در شهروند بت پابلو بت در شهروند بت سایت هیس بت مهراد جمح ولف بت میلاد حاتمی در شهروند بت بازی انفجار چیست در شهروند بت آموزش بازی انفجار آدرس سایت شرط بندی حضرات بت پویان مختاری سایت شرط بندی هات بت دنیا جهانبخت سایت بازی انفجار تاینی بت هیس بت سایت شرط بندی سایت شرط بندی یلماس بت ندا یاسی سایت شرط بندی سیب بت سایت جت بت سایت abt90 ساشا سبحانی سایت شرط بندی لایو بت آموزش بازی انفجار آموزش هک بازی انفجار الگوریتم بازی انفجار بهترین سایت بازی انفجار آنلاین دانلود اپلیکیشن بازی انفجار شرط بندی ترفندهای برد بازی انفجار روبات تشخیص ضریب بازی انفجار آموزش برنده شدن در بازی انفجار آدرس سایت بت هیس بت سایت مهراد جم جت بت سایت میلاد حاتمی آدرس سایت تاینی بت آدرس سایت لایو بت داوود هزینه آدرس سایت حضرات پویان مختاری آموزش حرفه ای بازی انفجار آموزش بازی حکم در پرشین بت آموزش پیش بینی فوتبال در پرشین بت بهترین سایت های شرط بندی ایرانی آموزش بازی انفجار تاینی هلپ آموزش بازی انفجار سایت هیوا نیوز اخبار سلبریتی ها تاینی نیوز google bahis onlinebahis siteleri casino FaceBook twitter آدرس جدید سایت بت فوروارد فارسی آدرس جدید سایت سیب بت بیوگرافی دنیا جهانبخت آموزش بازی انفجار آنلاین برای بردن سایت شرط بندی حضرات پویان مختاری سایت ای بی تی 90 ساشا سبحانی سایت پیش بینی فوتبال پرشین بت آموزش قوانین بازی پوکر آنلاین شرطی خیانت پویان مختاری به نیلی افشار سایت لایو بت داوود هزینه سایت پابلو بت علیشمس سایت تاک تیک بت سایت شرط بندی حضرات بت اپلیکیشن بت فوروارد دنیا جهانبخت کیست سایت شرط بندی هات بت دنیا جهانبخت سایت گاد بت نیلی افشارسایت شرط بندی فوتبال معتبرسایت شرط بندی فوتبال معتبرPablobet