სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის სწრაფი შეტყობინების სისტემის მომსახურე პერსონალი, ხვალიდან (16.03.2020) გადადის დისტანციური მუშაობის რეჟიმზე.
1 კვირის განმავლობაში ვიმუშავებთ სატესტო რეჟიმში. ჩვენი გუნდი ცდილობს მოახდინოს თანამშრომელთა მაქსიმალური დისტანცირება მათი და მათ გარშემო მყოფი ადამიანების უსაფრთხოების დაცვის მიზნით. შექმნილი ეპიდ სიტუაციიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია ხელი შევუწყოთ ქვეყანას და ჩვენი წვლილი შევიტანოთ საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში.
მიწისძვრის სრაფი შეტყობინების სისტემა მუშაობას განაგრძობს 24 საათის განმავლბაში. იმედია, სატესტო რეჟიმში მუშაობისას შესაძლო შეფერხების, ან ინფორმაციის დაყოვნების შემთხვევები მინიმალური იქნება.
დიდ მადლობას გიხდით თანაშრომლობისათვის.