საქართველოს, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აღებული აქვს ვალდებულება დაუხლოვოს ქვეყნის სამშენებლო სტანდარტები მის ევროპულ ანალოგს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამშენებლო პოლიტიკა დეპარტამენტი და ახლად შექმნილი საქართველოს სამშენებლო კომიტეტი მუშაობს ევროპული სამშენებლო ნორმების (Eurocode) ქართულ თარგმანსა და ადაპტაციაზე. სამშენებლო ნორმების ეროვნული დანართის შექმნა რამდენიმე ეტაპისაგან შედგება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი არის სეისმური საშიშროების რუკის მიღება და ამ რუკის საფუძველზე ეროვნული პარამეტრების გაწერა.
ა.შ.შ.-ს ენერგიის დეპარტამენტის პროგრამის “სეისმური კოოპერაცია” ფარგლებში დაფინანსდა პროექტი სახელწოდებით “კავკაკასიის სეისმური საფრთხის შეფასება”. პროექტს კოორდინაციას უწევდა ა.შ.შ.-ს ლორენს ლივერმორის ნაციონალური ლაბორატორია, ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნულ ცენტრთან ერთად. პროექტში მონაწილეობდნენ მეცნიერები აზერბაიჯანიდან, ა.შ.შ.-დან, საქართველოდან სომხეთიდან, თურქეთიდან, კანადიდან და უნგრეთიდან. იხილეთ პროექტის ანგარიში: