დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი მეტეოსა და პანშეთის სეისმური სადგურების მეშვეობით ახორციელებს მყინვარწვერის მასივის მაგმური აქტივობის მონიტორინგს. 2014 წლის 17 მაისს ამალი-დევდორაკის ხეობაში განვითარებული მოვლენები ცალსახად ტრიგერირებული იყო მყინვარწვერის მაგმური აქტივობით, რაც დასტურდება მაღალი სეისმურობით. 2014 წლის აგვისტოს და 2016 წლის 22 მაისის მოვლენები კი გამოწვეულია დროის მცირე მონაკვეთში ჭარბი ნალექიანობით, რამაც გამოიწვია მთის მდინარის ადიდება და 2014 წლის 17 მაისს კლდეზვავის დროს კალაპოტში დარჩენილი მასალის დაძვრა. რა თქმა უნდა, კლდეზვავის მასშტაბები უფრო დიდი იყო მოვლენის გამომწვევი მიზეზების გამო. ამალი-დევდორაკის ხეობაში განვითარებული მოვლენები თავისი ბუნებით კომპლექსურია და საჭიროებს მრავალპარამეტრულ მონიტორინგს. ქვემოთ მოყვანილ ცხრილში წარმოგიდგენთ 2016 წელს მეტეოზე დაფიქსირებული სეისმური აქტივობის გრაფიკს თვეების მიხედვით და მაისი-ივნისის მიწისძვრების განაწილებას დღეების მიხედვით. 2016 წლის თებერვალი-მარტის განმავლობაში, ზამთრის პირობებისა და მეტეოს სეისმური სადგურის ბუნებრივ პირობებთან შეუსაბამო ინსტალაციის გამო, სეისმური სადგური არ ფუნქციონირებდა, შესაბამისად. ვერ ხერხდებოდა მიკრო მიწისძვრების რეგისტრაცია. მაისი-ივნისის დღის მიხედვით განაწილების გრაფიკზე კი ცხადია, რომ სეისმური ფონი უცვლელია, რაც ჩვენ მოსაზრებას ამყარებს.