დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი
გაცნობებთ, რომ საზოგადოებრივი ინტერესის გამო, მკვეთრად გაიზარდა მიწისძვრის პოსტზე მოსანიშნი, ე.წ. „დასათაგი“ სააგენტოების/მედია საშუალებების მსურველების რიცხვი. მონიშვნის მექანიზმი ანელებს ჩვენი facebook გვერდის მიერ პირველადი ინფორმაციის გავრცელების ოპერატიულობას. აღნიშნულ საკითხზე უკვე დაწყებულია ტექნიკური სამუშაოები და დასრულებისთანავე შემოგთავაზებთ სიახლეებს. რეორგანიზაციის დასრულებამდე კი მიწისძვრის პოსტზე მოინიშნება მხოლოდ შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები. სააგენტოებმა და ფიზიკურმა პირებმა კი შეგიძლიათ გამოიწეროთ ჩვენი […]
  შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტის –„რეგიონული მიწისძვრების კერის მექანიზმებისსწრაფი განსაზღვრის და შეტყობინების სისტემის დანერგვა საქართველოში“ ფარგლებში. 2019 წლის 23-27 სექტემბერს ჩატარდა ტრენინგი. ტრენინგს უძღვებოდა  ანდრეა ჩანგი.  ანდრეა ჩანგმა კონსულტაცია გაუწია პროექტის მონაწილეეებს, რომ განახორციელონ კერის მექანიზმების სწრაფი განსაზღვრის ინვერსიის მეთოდი,  შეისწავლონ პროგრამული პაკეტი და დახვეწონ ბერკლის სეისმოლოგიური ლაბორატორიის მიერ შემუშავებული […]
2018 წლის 26 ოქტომბერს დაბა სურამის ბაიანთხევის და ზინდისის უბნის მოსახლეობამ მოგვმართა წერილით, სადაც წერია, რომ მათ სამოსახლო ტერიტორიაზე და მიმდებარედ არსებული მეწყრული პროცესები საცხოვრებელ და სხვა შენობა-ნაგებობებს უქმნის საფრთხეს. მოსახლეობამ გვთხოვა დახმარება გაგვეწია და ჩაგვეტარებინა შესაბამისი კვლევითი სამუშაო, ადგილზე შეგვესწავლა და შეგვეფასებინა საფრთხის რეალობა და სიძლიერე. 2018 წლის ივლისში სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის […]
საქართველოს, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აღებული აქვს ვალდებულება დაუხლოვოს ქვეყნის სამშენებლო სტანდარტები მის ევროპულ ანალოგს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამშენებლო პოლიტიკა დეპარტამენტი და ახლად შექმნილი საქართველოს სამშენებლო კომიტეტი მუშაობს ევროპული სამშენებლო ნორმების (Eurocode) ქართულ თარგმანსა და ადაპტაციაზე. სამშენებლო ნორმების ეროვნული დანართის შექმნა რამდენიმე ეტაპისაგან შედგება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი არის სეისმური საშიშროების რუკის მიღება […]
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი აცხადებს ვაკანსიას სტაჟიორის პოზიციაზე სეისმური და გეოფიზიკური ქსელის სამსახურში. სტაჟირება გაგრძელდება სამი თვე, დასაქმების პერსპექტივით. ———————————————- ძირითადი მოთხოვნები: განათლება: საბუნებისმეტყველო ფაკულტეტისა და საინჟინრო-ტექნიკური მიმართულება (ფიზიკა, მათემატიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები და პროგრამირება, ქსელები) უპირატესად ჩაითვლება ინგლისური ენის ცოდნა ———————————————- ? პიროვნული უნარები: ახალი ინფორმაციის სწრაფი ათვისების უნარი ანალიტიკური აზროვნება და სისხარტე გუნდური მუშაობის უნარი მაღალი […]
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი აცხადებს ვაკანსიას სტაჟიორის პოზიციაზე გამოყენებითი გეოფიზიკის დეპარტამენტში. სტაჟირება გაგრძელდება სამი თვე, დასაქმების პერსპექტივით. ———————————————- ძირითადი მოთხოვნები: განათლება: საბუნებისმეტყველო ფაკულტეტისა და საინჟინრო-ტექნიკური მიმართულება (ფიზიკა, მათემატიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები და პროგრამირება, ქსელები) უპირატესად ჩაითვლება ინგლისური ენის ცოდნა ———————————————- ? პიროვნული უნარები: ახალი ინფორმაციის სწრაფი ათვისების უნარი ანალიტიკური აზროვნება და სისხარტე გუნდური მუშაობის უნარი მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა […]
2018 წლის 24 სექტემბერს გაიხსნა, თბილისის ლოკალური ძლიერი მოძრაობის მარეგისტრირებელი სეისმური ქსელის 3 სადგური: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის  ტერიტორიაზე; თბილისის ზღვაზე- საგანგებო სამსახურის კუთვნილ ბაზაზე; ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე. ლოკალური ქსელის არსებობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია შემდგომში თბილისის სეისმური მიკროდარაიონების რუკის შექმნისათვის. თბილისის სეისმური უსაფრთხოება ეფუძნება თბილისის სეისმური საფრთხის შეფასებასა და სეისმომედეგი […]
ნენსკრას ხეობაში, 5 ივლისს მომხდარი კატასტროფის მიზეზების შესწავლისას, სატელიტურმა მონაცემებმა გვაჩვენა რომ თოვლის და მყინვარების სეზონურმა დნობამ და 4 ივლისის ინტენსიურმა წვიმამ გამოიწვია მდ. ნენსკრას აუზის მდინარეების ადიდება. თუმცა, კატასტროფამდე და კატასტროფის შემდეგ გადაღებული სატელიტური გამოსახულებების დეტალური ანალიზისას გამოიკვეთა, რომ მდ. ნენსკრას განსაკუთრებული, კატასტროფული ადიდება გამოიწვია მის მარჯვენა შენაკადზე მდ. ჰოკრილას ერთ-ერთ სათავეში ახალწარმოქმნილ მყინვარულ […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტმა და სეისმური მონიტორინგის ეროვნულმა ცენტრმა შეაჯამა 2015, 2017 და 2018 წლების მაისი–ივნისის ნალექების მონაცემები თბილისის და ვერეს ხეობის შესახებ. მონაცემები ეყრდნობა, როგორც სატელიტურ წყაროებს, ისე გარემოს ეროვნული სააგენტოს ავტომატური ნალექმზომებიდან მიღებულ მასალას. ანალიზმა აჩვენა, რომ წელს მაისში 2017 წლის მაისთან შედარებით ნაკლები რაოდენობის და ინტენსივობის ნალექი მოვიდა, თუმცა ივნისის თვის პირველი 12 დღის მონაცემებით ნალექების რაოდენობა და ინტენსივობა შარშანდელზე მეტი დაფიქსირდა. უხვმა ნალექმა ვერეს ხეობაში რამდენიმე მცირე ზომის მეწყრულ-ღვარცოფული პროცესი გამოიწვია, რასაც მნიშვნელოვანი გართულებები არ შეუქმნია. აღსანიშნავია, რომ 2015 წლის მაის-ივნისში, ისევე […]
მდინარე  წავკისისწყლის ჰიდროლოგიური და ჰიდრავლიკური მოდელირების ტრენინგები პროექტის  “წყალდიდობების შემარბილებელი ღონისძიებების შეფასება ქალაქ თბილისისთვის” ფარგლებში კომპანია Hydroc და აიპ „გარემო და განვითარება“(ED), გაერთიანებული ერების ინდუსტრიული განვითარების  ორგანიზაციის  (UNIDO) მხარდაჭერით  ახორციელებენ პროექტს “წყალდიდობების შემარბილებელი ღონისძიებების შეფასება ქალაქ თბილისისთვის”.  პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს მდინარე წავკისისწყლის ჰიდროლოგიური კვლევადა წყალდიდობის  მოდელის შემუშავება. 2018 წლის 14-25 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტსა და სეისმური მონიტორინგის ეროვნულ ცენტრში ჩატარდა მდინარე  წავკისისწყლის (ლეღვთახევი) ჰიდროლოგიური და ჰიდრავლიკური მოდელირების ტრენინგების პირველი ნაწილი. ტრეინინგს უძღვებოდა გერმანული კომპანია Hydroc-ის წარმომადგენელი დოქტორ იენს კისელი და მოიცავდა 70 საკონტაქტო საათს, რის ფარგლებშიც მოხდა ნალექების მონაცემების დამუშავება (მათ შორის […]