დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი
 დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის პროგრამული უზრუნველყოფის დეპარტამენტისა და სეისმური და გეოფიზიკური ქსელის სამსახურის თანამშრომლები 2015 წლის  9-14 დეკემბერს, სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიის ინსტიტუტის თხოვნით, პროფესიული გამოცდილების გაზიარების მიზნით, სომხეთში იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა სომხეთის გეოლოგიური ინსტიტუტის ქსელისა და პროგრამული უზრუნველყოფის სამსახურის  თანამშრომლების პრაქტიკული სწავლება. სეისმური სადგურის მონაცემების პირდაპირი გადაცემის რეჟიმში ჩასართავად ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, სომხეთს დროებით […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტმა აშშ-ს ნაციონალური სამეცნიერო ფონდის (NSF) პროექტ „კავკასიის აქტიური გეოდინამიკის“ ფარგლებში გამართა კონფერენცია თემაზე „ქერქის დეფორმაციის მოდელირება“. კონფერენცია გაიმართა აბასთუმანში 2015 წლის 27  აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით. კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მეცნიერები (აშშ, თურქეთი, ტაივანი).
 დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და კალიფორნიის უნივერსიტეტის დეივისის კამპუსის ერთობლივი პროექტის საფუძველზე, რომელიც მიზნად ისახავს თანამედროვე შეხედულებებით და მეთოდიკით კავკასიის რეგიონალურ გეოლოგიურ და გეოტექტონიკურ შესწავლას, განხორციელდა გეოლოგიური საველე კვლევითი ექსპედიცია. საველე კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობდა ერთი თვის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით (ზემო სვანეთი, სამეგრელო, კახეთი, ყაზბეგი, არაგვის ხეობა), რომელიც ითვალისწინებდა ძირითად სტრუქტურულ გეოლოგიურ კვლევებს,  ქანებისა და ნიადაგის […]
  ილიაუნის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის მეცნიერებმა განახორციელეს სოფელ ახალდაბში 2015 წლის 13-14 ივნისის ღამეს ჩამოწოლილი მეწყრის მულტიდისციპლინური კვლევა. ექსპედიციაში მონაწილეობდა ინსტიტუტის ოთხი დეპარტამენტი – გეოლოგიის, გეოდეზია–გრავიმეტრიის, გეოგრაფიის და გამოყენებითი გეოფიზიკის. ექსპედიციის მიზანს წამოადგენდა: მეწყრული სხეულის და გეოლოგიური სტრუქტურების აგეგმვა; გრუნტის და ქანის მდგომარეობის განსაზღვრა; და საბოლოოდ, მეწყრის მოწყვეტის სცენარის აღდგენა. კვლევა განხორციელდა შემდეგი მიმართულებებით: […]