დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნულმა ცენტრმა ინფორმაციის გავრცელების პირველივე დღიდან დაიწყო მაჭავარიანის ქუჩაზე განვითარებული მეწყრული პროცესების მონიტორინგი, რაც მოიცავს სეისმურ, გეოდეზიურ, გეოლოგიურ და გეოფიზიკურ დაკვირვებას. ჩატარებული კვლევის საფუძველზე, ვაქვეყნებთ შუალედურ ანგარიშს. აქვე მოგახსენებთ, რომ მეწყრული პროცესების მონიტორინგი გრძელდება უწვეტ რეჟიმში. მაჭავარიანის მეწყრის შუალედური ანგარიში
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი აცხადებს სტაჟიორის ვაკანსიას მონაცემთა ბაზების და დამუშავების სამსახურში ღამის მორიგის პოზიციაზე. სტაჟირება გაგრძელდება ერთი თვე დასაქმების პერსპექტივით. ____________________________________ ღამის მორიგის მოვალეობები: საღამოს 6 სთ-დან დილის 10 სთ-მდე მიმდინარე სეისმური მონაცემების მონიტორინგი (მეორე მორიგესთან ერთად); დიდი მიწისძვრის შემთხვევაში (ლოკალურად მაგნიტუდა 3) სათანადო ოპერატიული რეაგირება (მიწისძვრის დამუშავება, შესაბამის […]
ჩვენი პასუხი ნამახვან ჰესთან დაკავშირებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, კომპანია „ENKA Renewables“-ს. ქვემოთ მითითებულია ბმულები, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ კომპანიის კვლევას და ჩვენი წერილის სრულ ვერსიას. ასევე მითითებულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდის მისამართი, სადაც ნამახვან ჰესთან დაკავშირებული დოკუმენტაციაა ატვირთული. ამ ბმულიდან ჩამოვტვირთეთ იტალიური კომპანიის სეისმური კვლევა. “ბატონ დავით თვალაბეიშვილს ბატონო დავით, […]
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის სწრაფი შეტყობინების სისტემის მომსახურე პერსონალი, ხვალიდან (16.03.2020) გადადის დისტანციური მუშაობის რეჟიმზე. 1 კვირის განმავლობაში ვიმუშავებთ სატესტო რეჟიმში. ჩვენი გუნდი ცდილობს მოახდინოს თანამშრომელთა მაქსიმალური დისტანცირება მათი და მათ გარშემო მყოფი ადამიანების უსაფრთხოების დაცვის მიზნით. შექმნილი ეპიდ სიტუაციიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია ხელი შევუწყოთ ქვეყანას და ჩვენი წვლილი შევიტანოთ საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. მიწისძვრის […]
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნულ ცენტრზე ვრცელდება სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შიდა რეგულაცია, რომელიც ეხება ახალი კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციას. შესაბამისად ინსტიტუტი დროებით წყვეტს ვიზიტორები ინფორმაციის გაცემა მოხდება მხოლოდ ელექტრონული სახით. მსგავსი პრევენციული ზომები მიღებული იქნება მანამ, სანამ დარეგულირდება ახალი კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) გავრცელებით გამოწვეული ეპიდსიტუაცია. მოთხოვნის შინაარსიდან გამომდინარე, თუ […]
24 იანვარს, თბილისის დროით 21:55 საათზე, თურქეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 450 კმ_ში, ქალაქ მალატიასთან მოხდა 6.8 (Mw) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა. მიწისძვრა შეგრძნებადი იყო სასაზღვრო ზოლში დასახლებული საქართველოს მოსახლეობისთვისაც. გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე და შეავსოთ კითხვარი ! https://ies.iliauni.edu.ge/poll/poll.php?id=418855  
საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აღებული აქვს ვალდებულება, დააახლოოს ქვეყნის სამშენებლო სტანდარტები ევროპულ ანალოგთან. სამშენებლო ნორმების ეროვნული (Eurocode) დანართის შექმნა რამდენიმე ეტაპისაგან შედგება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია  სეისმური საშიშროების რუკის მიღება და მის საფუძველზე ეროვნული პარამეტრების გაწერა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნულმა ცენტრმა აშშ-ის ლორენს ლივერმორის ნაციონალურ ლაბორატორიასთან ერთად აშშ-ის […]