დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტმა და სეისმური მონიტორინგის ეროვნულმა ცენტრმა, ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნის და საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით განახორციელა ნინო ჟვანიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიის კომპლექსური კვლევა. გეოფიზიკური და ზოგად გეოლოგიური კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ მდინარე ვარაზისხევის ხეობის ზედა წელში, მდინარის მარცხენა ფერდობზე გეოლოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე მეწყრის საშიშროება არ არსებობს, მოსალოდნელია მხოლოდ მცირე მასშტაბის ქვათაცვენები; […]
2018 წლის 8-13 აპრილს, ვენაში ავსტრია, ჩატარდა ევროპის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა კავშირის გენერალური ასამბლეა, EGU 2018 General Assembly – უმსხვილესი გეოსაინფორმაციო შეხვედრა ევროპაში. რომელიც აერთიანებს ათასობით მეცნიერს მთელი მსოფლიოდან, მოიცავს როგორც დედამიწის შემსწავლელ მეციერებათა, ასევე პლანეტარულ და კოსმოსური მეცნიერებების  ყველა დისციპლინას. EGU უზრუნველყოფს თავისუფალ დისკუსიებს მეცნიერებსა და მკვლევარებს შორის, რომლებსაც შეუძლიათ წარმოადგინონ საკუთარი კვლევები და […]
ოფიციალური განცხადება   საზოგადოების მომატებული ინტერესი სამართლიანად გამოწვეულია ქვეყანაში უკვე მომხდარი სტიქიური უბედურებებით (ვერეს ხეობა, კრწანისი, დევდორაკი-ამალის ხეობა, და სხვ) რამაც მკაფიოდ დაგვანახა, რომ ნებისმიერი საქმიანობისას, გარემოზე არასწორი ზემოქმედება ან არასაკმარისი პასუხისმგებლობით მოპყრობა დამღუპველია.  მოსახლეობის სიმჭიდროვის და ბუნებრივი საფრთხეების კუთხით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დედაქალაქი. თბილისი გაშენებულია საკმაოდ რთულ რელიეფზე და გააჩნია არასტაბილური გეოლოგიური აგებულება – ვიწრო […]
პროექტის, “კავკასიის აქტიური გეოდინამიკა”  (პროექტის ხელმძღვანელი თეა გოდოლაძე) ფარგლებში, ქალაქ რუსთავში გაიხსნა კიდევ ერთი მუდმივი GNSS (გლობალური სანავიგაციო სატელიტური სისტემები ) სადგური.  მოცემული ტექნოლოგიით ჩვენი ინსტიტუტის გეოდეზიისა და გრავიმეტრიის დეპარტამენტი შეისწავლის საქართველოში დედამიწის ქერქის გადაადგილებასა და დეფორმაციას. გეოდეზიისა და გრავიმეტრიის დეპარტამენტის მიზანია სრულყოფილი გეოდეზიური დაკვირვების ქსელის შექმნა, მონიტორინგი და სხვადასხვა გეოდეზიური ამოცანების გადაჭრა, როგორც სამეცნიერო […]
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს 2017 წლის 23-27 ოქტომბერს გამართულ სამეცნიერო ვორქშოპში, აზერბაიჯანში, ქალაქ ბაქოში. სამეცნიერო ღონისძიება  აზერბაიჯანის რესპუბლიკური სეისმური ცენტრისა (RSSC) და უკრაინის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის (STCU) ორგანიზებით ლაურენს ლივერმოლისა ეროვნული ლაბორატორიისა (LLNL) და ამერიკის შეერთებული შტატების ენერგიის დეპარტამენტის  (U.S. DOE) მხარდაჭერით განხორციელდა. ვორქშოპს უმასპინძლა აზერბაიჯანის […]
2017 წლის აპრილში და სექტემბერში, გერმანიაში – ქალაქ პოსტდამში ჩატარდა GEMPA GmbH-ისა (Global Earthquake Monitoring Mrocessing Analysis) და GFZ-ის (German Research Centre for Geosiences) მიერ, ერთობლივად ორგანიზებული ყოველწლიური საბაზისო ტრენინგი სახელწოდებით – SeisComP3. რომელსაც ესწრებოდნენ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები: ირაკლია გუნია,  სანდრო კახობერაშვილი და გიორგი ახალაია. ტრენინგის მთავარ მიზანს […]
მოქალაქეები ხშირად მოგვმართავენ თხოვნით, გავცეთ ცნობა მიწისძვრის ხდომილების შესახებ, რომელსაც შემდგომში წარადგენენ სადაზღვევო კომპანიებში ზარალის ასანაზღაურებლად. სადაზღვევო აგენტები, ჩვენი ინსტიტუტის მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მიწისძვრის ხდომილებას ადასტურებს, ვეჭვობთ, გასცემდნენ სანქციას ზარალის ანაზღაურების თაობაზე. აღნიშნული არაკეთილსინდისიერი ფაქტების აღმოფხვრის მიზნით, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი დამატებით აღარ გასცემს მსგავსი […]
აშშ-ის გუნდი, ლოურენს ლივეროლის ნაციონალური ლაბორატორიიდან 2017 წლის 16 ივნისს ეწვია საქართველოს. მათ განიხილეს სეისმური საშიშროების შეფასების რეგიონში მიმდინარე პროექტი (PHA) და თანამშრომლობის შესაძლებლობები სეისმური (მიწისძვრის) უსაფრთხოების პროგრამასთან დაკავშირებით. სეისმური საშიშროების შეფასების მიმდინარე პროექტში (PHA), რომლის ხელმძღვანელია დედამიწის შესწამვლელ მეცნიერაბათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ილიას სახელიმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, თეა გოდოლაძე, ჩართულია რეგიონის ქვეყნები, […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნულმა ცენტრმა შეაჯამა 2015 და 2017 წლების მაისი-ივნისის მონაცემები თბილისის და ვერეს ხეობის შესახებ. მონაცემები ეყრდნობა, როგორც სატელიტურ წყაროებს, ისე გარემოს ეროვნული სააგენტოს (გეს) ნალექმზომებიდან მიღებულ მასალას. ანალიზმა აჩვენა, რომ 2017 წლის მაისში მოსული წვიმის რაოდენობა დაახლოებით 20%-ით ჩამოუვარდებოდა 2015 წლის იგივე თვის მაჩვენებლებს. ხოლო […]
ტრეინინგს უძღვება გეოფიზიკისა და გეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ჟაკ ჟენი სეისმური ძიება არეკლილი ტალღების საფუძველზე საშუალებას იძლევა გამოვყოთ, როგორც დედამიწის ზედაპირის, ასევე ღრმა ფენების გეოლოგიური აგებულება. შესაძლებელია აიგოს განსხვავებული ფიზიკური მდგომარეობისა და  თვისებების მქონე ზედაპირები. არეკლილი სეისმური ტალღები გამოიყენება რღვევების, სიცარიელეების, წყლის ჰორიზონტის დადგენაში და სხვადასხვა სასარგებლო წიაღისეულის ძიებაში. სეისმური გარდატეხილი ტალღებისგან განსხვავებით, არეკლილი ტალღებით შესაძლებელია […]